ანი დარსალია
"საქართველოს ,სადაც მუდმივად ვქადაგებთ დემოკრატიულ ღირებულებებს,თავისუფლებასა და თანასწორობას,ეს ყოველივე,რომ დაიცვას ,ამ ქვეყანას ჰყავს სახალხო დამცველი?!
სადაა სახალხო დამცველი ,ბატონი უჩა ნანუაშვილი? ესმის ქვეყანაში რა ხდება? ვის ჩაგრავენ და რა მიზეზით? თუ ეს მიზეზი მაინცდამაინც ჰომოსექსულების უფლებებს უნდა შეეხებოდეს?!
რადგან ჩვენი ფორმალური სახალხო დამცველი თვალებს იბრმავებს და ყურებს იხშობს ,გადავწყვიტე ,მე, როგორც რიგითმა მოქალაქემ შევასმინო ქვეყანაში მიმდინარე პროცესები. ამ რამდენიმე დღის წინ მართლმადიდებელ მამაოს მანქანა დაუმტვრიეს ,თუმცა არავინ არ დაინტერესებულა ვინ და რა მიზეზით ჩაიდინა ასეთი საქციელი.
რამდენიმე კვირის უკან კი მართლმადიდებელი მოძრვარი ,მამა თეოდორე გაგნიძე ილიას უნივერსიტეტში არ შეუშვეს მიუხედავად იმისა,რომ ეს იყო სტუდენტების მოთხოვნა და არანაირი კონფესიური შინაარსი არ ჰქონია ამ შეხვედრას.
მიჩნდება კითხვა , საქართველოს მთავარი უფლება დაცველი, ზემოთ ხსენებულ მაგალითებში ადამიანის უფლების შელახვას ვერ ხედავს? საქართველოში მხოლოდ დედათმავლებისა დამამთმავლების უფლებებია დასაცველი?!
„თავისუფალმა თაობამ “ უკვე არაერთგზის მიმართა სახალხო დამცველსა და მის აპარატს ,მაგრამ მათგან სრული იგნორირებაა ჩვენ ყოველ განცხადებაზე , მინდა კვლავ მივმართო სახალხო დამცველს და ვუთხრა ნუ იქნება მიკორძოებული ,ადამიანთა ერთი ჯგუფის ,შეხედულებებისა თუ ინტერესების გამტარებელი,ვინაიდან „თავისუფალი თაობა“ ამგვარ ქმედებაზე თვალს არ დახუჭავს და ვაფრთხილებთ,აქციების სახით არ მიუბრუნდეს ბატონ ნანუაშვილს თავისი უსამართლო საქციელი."
მილიარდერები ... "საყიდლებზე"
2018-02-01 11:38:28
for.ge
"ფორბსის" ვერსიით, ყველაზე ხელგაშლილი მყიდველი, ჰეჯ-ფონდის მფლობელი, მილიარდერი სტივენ კოენია, რომელსაც დიდძალი თანხის ხარჯვა არ ენანება.
კოენმა 110 მილიონი დოლარი გადაიხადა ჯასპერ ჯონსის ცნობილ ტილოში, "დროშა." მას ასევე, არ დაენანა 35,4 მილიონ დოლარად შეეძინა აუქციონზე ენდი უორჰოლის მიერ შექმნილი "კოკა-კოლის" შავ-თეთრი სურათი.
შოპინგის მოყვარულია, პირველი პაკისტანელი მილიარდერი, მიან მუჰამედ მანშა, რომელიც მხოლოდ ექსკლუზიურ ნივთებს იძენს. ასეთია ლონდონში მდებარე სასტუმრო შტ. ჟამეს Hოტელ & ჩლუბ, რომელშიც მანშამ 95 მილიონი დოლარი გადაიხადა, ექსპერტების გათვლით, სასტუმროს ერთი ოთახი მილიარდერს 1,5 მილიონი დოლარი დაუჯდა.
ტეხასელმა ნავთობმაგნატმა, კელსი უორენმა კი, ახლახან კოლორადოს შტატში რანჩო იყიდა, რომლის ფასი 46,5 მილიონი დოლარია. ცნობისთვის, რანჩოზე 50-მდე სტუმარი დაეტევა და იქვეა, საკუთარი სპა და აკვაცენტრები.
ლონდონელმა იუველირმა და ამავე დროს მილიარდერმა, ლოურენს გრაფმა მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული – 46 მილიონ დოლარად შეფასებული 24,78-კარატიანი, ვარდისფერი ბრილიანტი იყიდა.
ბოლო დროის მილიარდერთა შოპინგ-ტურებიდან აღნიშვნის ღირსია: – მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანის, კარლოს სლიმ ელუს მიერ 44 მილიონ დოლარად ნაყიდი სახლი ნიუ-იორკში, მეხუთე ავენიუზე.
მეწარმე უეინ ჰუიზენგის 40 მილიონ დოლარად ნაყიდი გოლფ-კლუბი "ფედერიკა", რომელიც კუნძულ წმიდა საიმონზე მდებარეობს.
ჰონგკონგელი მილიარდერის, ჯოზეფ ლოს 16,7 მილიონ დოლარად შეძენილი ორი ცალი წეროს ფორმის ანტიკვარული საფერფლე.