ანი დარსალია
"საქართველოს ,სადაც მუდმივად ვქადაგებთ დემოკრატიულ ღირებულებებს,თავისუფლებასა და თანასწორობას,ეს ყოველივე,რომ დაიცვას ,ამ ქვეყანას ჰყავს სახალხო დამცველი?!
სადაა სახალხო დამცველი ,ბატონი უჩა ნანუაშვილი? ესმის ქვეყანაში რა ხდება? ვის ჩაგრავენ და რა მიზეზით? თუ ეს მიზეზი მაინცდამაინც ჰომოსექსულების უფლებებს უნდა შეეხებოდეს?!
რადგან ჩვენი ფორმალური სახალხო დამცველი თვალებს იბრმავებს და ყურებს იხშობს ,გადავწყვიტე ,მე, როგორც რიგითმა მოქალაქემ შევასმინო ქვეყანაში მიმდინარე პროცესები. ამ რამდენიმე დღის წინ მართლმადიდებელ მამაოს მანქანა დაუმტვრიეს ,თუმცა არავინ არ დაინტერესებულა ვინ და რა მიზეზით ჩაიდინა ასეთი საქციელი.
რამდენიმე კვირის უკან კი მართლმადიდებელი მოძრვარი ,მამა თეოდორე გაგნიძე ილიას უნივერსიტეტში არ შეუშვეს მიუხედავად იმისა,რომ ეს იყო სტუდენტების მოთხოვნა და არანაირი კონფესიური შინაარსი არ ჰქონია ამ შეხვედრას.
მიჩნდება კითხვა , საქართველოს მთავარი უფლება დაცველი, ზემოთ ხსენებულ მაგალითებში ადამიანის უფლების შელახვას ვერ ხედავს? საქართველოში მხოლოდ დედათმავლებისა დამამთმავლების უფლებებია დასაცველი?!
„თავისუფალმა თაობამ “ უკვე არაერთგზის მიმართა სახალხო დამცველსა და მის აპარატს ,მაგრამ მათგან სრული იგნორირებაა ჩვენ ყოველ განცხადებაზე , მინდა კვლავ მივმართო სახალხო დამცველს და ვუთხრა ნუ იქნება მიკორძოებული ,ადამიანთა ერთი ჯგუფის ,შეხედულებებისა თუ ინტერესების გამტარებელი,ვინაიდან „თავისუფალი თაობა“ ამგვარ ქმედებაზე თვალს არ დახუჭავს და ვაფრთხილებთ,აქციების სახით არ მიუბრუნდეს ბატონ ნანუაშვილს თავისი უსამართლო საქციელი."
ლეპტოპზე „შეყვარებული“ ამერიკელი

2017-12-14 18:04:43
for.ge
მოყვარული მოდელი კრის სევიერი აპირებს გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც მას საყვარელ ლეპტოპზე დაქორწინების უფლებას არ აძლევს - თუ ერთსქესიანთა დაოჯახება შეიძლება, მეც უნდა მქონდეს ლეპტოპზე დაქორწინების ნებაო.
კომპიუტერი, რომელიც პორნოგრაფიითაა ავსებული, თურმე მისი "სექსუალური ობიექტია" და ხელსაწყოებთან სექსი "ნამდვილ ქალთან" ურთიერთობაზე მეტად სიამოვნებს.
"მივმართე იუტას სასამართლოს კლერკს, რომ ჩემთვის და ჩემი მანქანა-მეუღლისთვის ქორწინების ლიცენზია მოეცათ. უარი მითხრეს. დისკრიმინაციის მსხვერპლი ვარ. თუ გეებს აქვთ სექსუალური წადილის ობიექტთან დაქორწინების უფლება, მეც ხომ უნდა შემეძლოს ჩემს სექსუალურ ობიექტზე დაქორწინება?" - ამბობს აღშფოთებული კრისი.
აშშ-ის სასამართლოში მისი არგუმენტები არადამაჯერებლად შეაფასეს. როგორც მოსამართლე აცხადებს, ეს მოთხოვნა "არარეალური იყო".
