ანი დარსალია
"საქართველოს ,სადაც მუდმივად ვქადაგებთ დემოკრატიულ ღირებულებებს,თავისუფლებასა და თანასწორობას,ეს ყოველივე,რომ დაიცვას ,ამ ქვეყანას ჰყავს სახალხო დამცველი?!
სადაა სახალხო დამცველი ,ბატონი უჩა ნანუაშვილი? ესმის ქვეყანაში რა ხდება? ვის ჩაგრავენ და რა მიზეზით? თუ ეს მიზეზი მაინცდამაინც ჰომოსექსულების უფლებებს უნდა შეეხებოდეს?!
რადგან ჩვენი ფორმალური სახალხო დამცველი თვალებს იბრმავებს და ყურებს იხშობს ,გადავწყვიტე ,მე, როგორც რიგითმა მოქალაქემ შევასმინო ქვეყანაში მიმდინარე პროცესები. ამ რამდენიმე დღის წინ მართლმადიდებელ მამაოს მანქანა დაუმტვრიეს ,თუმცა არავინ არ დაინტერესებულა ვინ და რა მიზეზით ჩაიდინა ასეთი საქციელი.
რამდენიმე კვირის უკან კი მართლმადიდებელი მოძრვარი ,მამა თეოდორე გაგნიძე ილიას უნივერსიტეტში არ შეუშვეს მიუხედავად იმისა,რომ ეს იყო სტუდენტების მოთხოვნა და არანაირი კონფესიური შინაარსი არ ჰქონია ამ შეხვედრას.
მიჩნდება კითხვა , საქართველოს მთავარი უფლება დაცველი, ზემოთ ხსენებულ მაგალითებში ადამიანის უფლების შელახვას ვერ ხედავს? საქართველოში მხოლოდ დედათმავლებისა დამამთმავლების უფლებებია დასაცველი?!
„თავისუფალმა თაობამ “ უკვე არაერთგზის მიმართა სახალხო დამცველსა და მის აპარატს ,მაგრამ მათგან სრული იგნორირებაა ჩვენ ყოველ განცხადებაზე , მინდა კვლავ მივმართო სახალხო დამცველს და ვუთხრა ნუ იქნება მიკორძოებული ,ადამიანთა ერთი ჯგუფის ,შეხედულებებისა თუ ინტერესების გამტარებელი,ვინაიდან „თავისუფალი თაობა“ ამგვარ ქმედებაზე თვალს არ დახუჭავს და ვაფრთხილებთ,აქციების სახით არ მიუბრუნდეს ბატონ ნანუაშვილს თავისი უსამართლო საქციელი."
რომელ ასაკში ეწყება მამაკაცს ნევროზი

2014-12-03 13:56:30
from.ge
კლიმაქსი ორგანიზმის ფიზიოლოგიური მდგომარეობაა, რაც ნეიროენდოკრინული რეგულაციის მოშლითა და სასქესო ჯირკვლების დაქვეითებით არის განპირობებული.
ძლიერი სქესის წარმომადგენლებს კლიმაქსი დაახლოებით 50-60 წლის ასაკში უვითარდებათ. ის ნელა ვითარდება და მხოლოდ სქესობრივი პოტენციის დაქვეითებით ხასიათდება. ხშირად ის ყოველგვარი გართულების გარეშე მიმდინარეობს, იშვიათად კი ზოგს უჩნდება კლიმაქტერიული ნევროზი, რომლისთვისაც დამახასიათებელია ალები, ოფლიანობა, კიდურების დაბუჟება, დისკომფორტის შეგრძნება და ასე შემდეგ.
ამ დროს მამაკაცს გახშირებული აქვს გულისცემა, აწუხებს გული, უმატებს არტერიული წნევა, უძნელდება შარდვა. ასევე, ხშირია შარდის ბუშტის ტკივილი. ამის მიზეზი კი ის არის, რომ კლიმაქტერიული ნევროზის დროს შარდის ბუშტი სუსტდება, მცირდება მისი ტონუსი და წინამდებარე ჯირკვალში იწყება ცვლილებები.
კლიმაქსის პერიოდში მამაკაცი გაღიზიანებულია, უქვეითდება მეხსიერება, ეწყება სხვადასხვა სახის შიში, შფოთვა. ბევრი ამ დროს საკუთარ თავში იკეტება და უჩნდება განმარტოების სურვილი. ეს დეპრესიის, სხვადასხვა სახის ნევროზისა და ფსიქოზის პირველი ნიშანია.
კლიმაქტერიული ნევროზის პროფილაქტიკისთვის საჭიროა ორგანიზმის ასაკის შესაბამისად დატვირთვა, დასვენება, კვების რეჟიმის სათანადოდ დაცვა. მიზანშეწონილია რაციონალური კვება, ვიტამინების მიღება, გამაჯანსაღებელი პროცედურების ჩატარება და სტრესული სიტუაციებისგან თავის დაცვა.