ანი დარსალია "საქართველოს ,სადაც მუდმივად ვქადაგებთ დემოკრატიულ ღირებულებებს,თავისუფლებასა და თანასწორობას,ეს ყოველივე,რომ დაიცვას ,ამ ქვეყანას ჰყავს სახალხო დამცველი?! სადაა სახალხო დამცველი ,ბატონი უჩა ნანუაშვილი? ესმის ქვეყანაში რა ხდება? ვის ჩაგრავენ და რა მიზეზით? თუ ეს მიზეზი მაინცდამაინც ჰომოსექსულების უფლებებს უნდა შეეხებოდეს?! რადგან ჩვენი ფორმალური სახალხო დამცველი თვალებს იბრმავებს და ყურებს იხშობს ,გადავწყვიტე ,მე, როგორც რიგითმა მოქალაქემ შევასმინო ქვეყანაში მიმდინარე პროცესები. ამ რამდენიმე დღის წინ მართლმადიდებელ მამაოს მანქანა დაუმტვრიეს ,თუმცა არავინ არ დაინტერესებულა ვინ და რა მიზეზით ჩაიდინა ასეთი საქციელი. რამდენიმე კვირის უკან კი მართლმადიდებელი მოძრვარი ,მამა თეოდორე გაგნიძე ილიას უნივერსიტეტში არ შეუშვეს მიუხედავად იმისა,რომ ეს იყო სტუდენტების მოთხოვნა და არანაირი კონფესიური შინაარსი არ ჰქონია ამ შეხვედრას. მიჩნდება კითხვა , საქართველოს მთავარი უფლება დაცველი, ზემოთ ხსენებულ მაგალითებში ადამიანის უფლების შელახვას ვერ ხედავს? საქართველოში მხოლოდ დედათმავლებისა დამამთმავლების უფლებებია დასაცველი?! „თავისუფალმა თაობამ “ უკვე არაერთგზის მიმართა სახალხო დამცველსა და მის აპარატს ,მაგრამ მათგან სრული იგნორირებაა ჩვენ ყოველ განცხადებაზე , მინდა კვლავ მივმართო სახალხო დამცველს და ვუთხრა ნუ იქნება მიკორძოებული ,ადამიანთა ერთი ჯგუფის ,შეხედულებებისა თუ ინტერესების გამტარებელი,ვინაიდან „თავისუფალი თაობა“ ამგვარ ქმედებაზე თვალს არ დახუჭავს და ვაფრთხილებთ,აქციების სახით არ მიუბრუნდეს ბატონ ნანუაშვილს თავისი უსამართლო საქციელი."
არჩილ გამზარდია 'პუტინი საქართველოს მტერია, მაგრამ სახელმწიფოს ლიდერისთვის მსგავსი კვალიფიკაციის მიცემა პირდაპირი საშიშორების შემცველია საქართველოსთვისაც და ევროპისთვისაც, როგორც ჩვენი საერთო საზოგადოებისა. დემაგოგიურ შეკითხვაზე: "არის თუ არა პუტინი საქართველოს მტერი", სახელმწიფოს ერთ-ერთ მთავარ აღმასრულებელს რა პასუხი უნდა გაეცა? დამისახელეთ ერთი ევროპელი ლიდერი, რომელიც "მტრის" კვალიფიკაციას აძლევს ასე მარტივად. მტერს ვაგინებ მე, მათ შორის 24 საათი, მაგრამ ხვალ რომ პრემიერი გავხდე, ჩემი პასუხისმგებლობა მნიშვნელოვნად შეიცვლება. ისე... უკრაინის პრეზიდენტს თუ აქვს მიცემული კვალიფიკაცია "მტრის" , ან ბალტიისპირეთის ქვეყნების პრეზიდენტებს? და ა.შ. ? ვინმემ დამისახელოს'
მირიან ყარაულაშვილი - მე პირადად აწი ყოველ ცისმარე დღე დავუწყებ ძებნას იმ შესაძლებლობას, რომ დღეში ერთი სერიოზული პანჩური დავარტყა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ე.წ. დირექტორს ვინმე ნიკოლოზ ანთიძეს! თუ დამიჭერენ-დამიჭირონ! სადაც წვრილია-იქ გაწყდეს!

გამოკითხვა

ვინ მიგაჩნიათ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე საუკეთესო კანდიდატურად?

ლევან კობიაშვილი მიხეილ ყაველაშვილი რევაზ არველაძე დომენტი სიჭინავა არც ერთი

ხმის მიცემა

არსებობენ სპეციალური ჯგუფები, რომელთაც ადამიანები ჩამოყავთ, რათა გარკვეული ტერიტორიები უკანონოდ მონიშნონ, ან პატარა შენობა ააშენონ

2017-12-14 20:35:38

for.ge

არსებობენ სპეციალური ჯგუფები, რომელთაც რეგიონებიდან მოქალაქეები ჩამოყავთ და თანხებს უხდიან იმისთვის, რომ გარკვეული ტერიტორია მიითვისონ და იქ შენობა-ნაგებობები განათავსონ, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ შესაბამისი კითხვის საპახუხოდ განაცხადა.

კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე უკანონო მშენებლობებთან დაკავშირებით, მის მიერ გაკეთებული განცხადება განმარტა და აღნიშნა, რომ მსგავსი ფაქტები დედაქალაქის მთავრობისთვის მიუღებელია.

„ეს საკმაოდ სერიოზული პრობლემაა, გუშინ და გუშინწინ არ დაწყებულა. ის განცხადება, რომელიც მე გავაკეთე, ბევრმა გაიგო, თუმცა ბევრმა შესაძლოა, ვერ გაიგო. არსებობენ სპეციალური ჯგუფები, რომელთაც რეგიონებიდან ადამიანები ჩამოყავთ, გარკვეულ თანხებს აძლევენ იმისთვის, რომ უკანონოდ, გარკვეულ ტერიტორიებზე მიწა მონიშნონ, ან ააშენონ პატარა, ერთსართულიანი შენობა, იმისთვის, რომ გარკვეული დროის შემდეგ, მისი დაკანონება მოხდეს. ეს სოციალურად დაუცველი მოქალაქეები ფარად ჰყავთ, რომლის  უკან გარკვეული ადამიანების ჯგუფია. აღნიშნულთან დაკავშირებით, ჩვენს ინფორმაციას შესაბამის სამსახურებს მივაწვდით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ამ მიმართულებით მუშაობა აქტიურად გაგრძელდება და იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეები უკანონო შენობა-ნაგებობების დემონტაჟს თავად არ განახორციელებენ, კანონით გათვალისწინებული ზომები გატარდება.

„რა თქმა უნდა, კანონდარღვევაა, როდესაც უკანონოდ აშენებ მიწაზე, სადაც არანაირი ნებართვა არ გაქვს. ასეთი შემთხვევა ფაქტობრივად, ყველა რაიონშია. დემონტაჟის სამუშაოებს რაც შეეხება, ჩვენ ყველა გავაფრთხილეთ, მიეცათ გონივრული ვადა, რომ თვითონვე განახორციელონ შენობა-ნაგებობების დემონტაჟი. თუ თვითონ არ იმოქმედებენ, შემდეგ აღსრულების სამსახური იმოქმედებს“, - განაცხადა თბილისის მერმა.

სხვა სიახლეები