ანი დარსალია
"საქართველოს ,სადაც მუდმივად ვქადაგებთ დემოკრატიულ ღირებულებებს,თავისუფლებასა და თანასწორობას,ეს ყოველივე,რომ დაიცვას ,ამ ქვეყანას ჰყავს სახალხო დამცველი?!
სადაა სახალხო დამცველი ,ბატონი უჩა ნანუაშვილი? ესმის ქვეყანაში რა ხდება? ვის ჩაგრავენ და რა მიზეზით? თუ ეს მიზეზი მაინცდამაინც ჰომოსექსულების უფლებებს უნდა შეეხებოდეს?!
რადგან ჩვენი ფორმალური სახალხო დამცველი თვალებს იბრმავებს და ყურებს იხშობს ,გადავწყვიტე ,მე, როგორც რიგითმა მოქალაქემ შევასმინო ქვეყანაში მიმდინარე პროცესები. ამ რამდენიმე დღის წინ მართლმადიდებელ მამაოს მანქანა დაუმტვრიეს ,თუმცა არავინ არ დაინტერესებულა ვინ და რა მიზეზით ჩაიდინა ასეთი საქციელი.
რამდენიმე კვირის უკან კი მართლმადიდებელი მოძრვარი ,მამა თეოდორე გაგნიძე ილიას უნივერსიტეტში არ შეუშვეს მიუხედავად იმისა,რომ ეს იყო სტუდენტების მოთხოვნა და არანაირი კონფესიური შინაარსი არ ჰქონია ამ შეხვედრას.
მიჩნდება კითხვა , საქართველოს მთავარი უფლება დაცველი, ზემოთ ხსენებულ მაგალითებში ადამიანის უფლების შელახვას ვერ ხედავს? საქართველოში მხოლოდ დედათმავლებისა დამამთმავლების უფლებებია დასაცველი?!
„თავისუფალმა თაობამ “ უკვე არაერთგზის მიმართა სახალხო დამცველსა და მის აპარატს ,მაგრამ მათგან სრული იგნორირებაა ჩვენ ყოველ განცხადებაზე , მინდა კვლავ მივმართო სახალხო დამცველს და ვუთხრა ნუ იქნება მიკორძოებული ,ადამიანთა ერთი ჯგუფის ,შეხედულებებისა თუ ინტერესების გამტარებელი,ვინაიდან „თავისუფალი თაობა“ ამგვარ ქმედებაზე თვალს არ დახუჭავს და ვაფრთხილებთ,აქციების სახით არ მიუბრუნდეს ბატონ ნანუაშვილს თავისი უსამართლო საქციელი."
შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარეს

2017-12-09 13:25:36
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგებთან ერთად, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საერთაშორისო კამპანიის ფარგლებში, ოზურგეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან და მოსახლეობასთან ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ძალადობის ფორმებზე, აღნიშნული დანაშაულის წინააღმდეგ მოქმედ სამართლებრივ მექანიზმებსა და სახელმწიფო სერვისებზე, ასევე, სამინისტროს მიერ ამ მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ისაუბრეს.
შეხვედრის მიზანი იყო დამსწრე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის თემატიკაზე, მათი ინფორმირება ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მოქმედი სამართლებრივი მექანიზმებისა და სახელმწიფო სერვისების შესახებ, რაც ამ ტიპის დანაშაულის შემცირების და მისი პრევენციის წინაპირობაა.
ღონისძიება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში“ და სოციალური კამპანიის - „ძალა ნდობას“ - ფარგლებში გაიმართა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სოციალურ კამპანიას - „ძალა ნდობას“ - მეორე წელია ახორციელებს. კამპანიის მიზანია ოჯახში ძალადობის პრევენციის ხელშეწყობა და აღნიშნული დანაშაულის წინააღმდეგ ქვეყანაში მოქმედი სამართლებრივი მექანიზმების, სახელმწიფო და სხვა არსებული სერვისების შესახებ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება.
