ანი დარსალია "საქართველოს ,სადაც მუდმივად ვქადაგებთ დემოკრატიულ ღირებულებებს,თავისუფლებასა და თანასწორობას,ეს ყოველივე,რომ დაიცვას ,ამ ქვეყანას ჰყავს სახალხო დამცველი?! სადაა სახალხო დამცველი ,ბატონი უჩა ნანუაშვილი? ესმის ქვეყანაში რა ხდება? ვის ჩაგრავენ და რა მიზეზით? თუ ეს მიზეზი მაინცდამაინც ჰომოსექსულების უფლებებს უნდა შეეხებოდეს?! რადგან ჩვენი ფორმალური სახალხო დამცველი თვალებს იბრმავებს და ყურებს იხშობს ,გადავწყვიტე ,მე, როგორც რიგითმა მოქალაქემ შევასმინო ქვეყანაში მიმდინარე პროცესები. ამ რამდენიმე დღის წინ მართლმადიდებელ მამაოს მანქანა დაუმტვრიეს ,თუმცა არავინ არ დაინტერესებულა ვინ და რა მიზეზით ჩაიდინა ასეთი საქციელი. რამდენიმე კვირის უკან კი მართლმადიდებელი მოძრვარი ,მამა თეოდორე გაგნიძე ილიას უნივერსიტეტში არ შეუშვეს მიუხედავად იმისა,რომ ეს იყო სტუდენტების მოთხოვნა და არანაირი კონფესიური შინაარსი არ ჰქონია ამ შეხვედრას. მიჩნდება კითხვა , საქართველოს მთავარი უფლება დაცველი, ზემოთ ხსენებულ მაგალითებში ადამიანის უფლების შელახვას ვერ ხედავს? საქართველოში მხოლოდ დედათმავლებისა დამამთმავლების უფლებებია დასაცველი?! „თავისუფალმა თაობამ “ უკვე არაერთგზის მიმართა სახალხო დამცველსა და მის აპარატს ,მაგრამ მათგან სრული იგნორირებაა ჩვენ ყოველ განცხადებაზე , მინდა კვლავ მივმართო სახალხო დამცველს და ვუთხრა ნუ იქნება მიკორძოებული ,ადამიანთა ერთი ჯგუფის ,შეხედულებებისა თუ ინტერესების გამტარებელი,ვინაიდან „თავისუფალი თაობა“ ამგვარ ქმედებაზე თვალს არ დახუჭავს და ვაფრთხილებთ,აქციების სახით არ მიუბრუნდეს ბატონ ნანუაშვილს თავისი უსამართლო საქციელი."
არჩილ გამზარდია 'პუტინი საქართველოს მტერია, მაგრამ სახელმწიფოს ლიდერისთვის მსგავსი კვალიფიკაციის მიცემა პირდაპირი საშიშორების შემცველია საქართველოსთვისაც და ევროპისთვისაც, როგორც ჩვენი საერთო საზოგადოებისა. დემაგოგიურ შეკითხვაზე: "არის თუ არა პუტინი საქართველოს მტერი", სახელმწიფოს ერთ-ერთ მთავარ აღმასრულებელს რა პასუხი უნდა გაეცა? დამისახელეთ ერთი ევროპელი ლიდერი, რომელიც "მტრის" კვალიფიკაციას აძლევს ასე მარტივად. მტერს ვაგინებ მე, მათ შორის 24 საათი, მაგრამ ხვალ რომ პრემიერი გავხდე, ჩემი პასუხისმგებლობა მნიშვნელოვნად შეიცვლება. ისე... უკრაინის პრეზიდენტს თუ აქვს მიცემული კვალიფიკაცია "მტრის" , ან ბალტიისპირეთის ქვეყნების პრეზიდენტებს? და ა.შ. ? ვინმემ დამისახელოს'
მირიან ყარაულაშვილი - მე პირადად აწი ყოველ ცისმარე დღე დავუწყებ ძებნას იმ შესაძლებლობას, რომ დღეში ერთი სერიოზული პანჩური დავარტყა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ე.წ. დირექტორს ვინმე ნიკოლოზ ანთიძეს! თუ დამიჭერენ-დამიჭირონ! სადაც წვრილია-იქ გაწყდეს!

გამოკითხვა

ვინ მიგაჩნიათ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე საუკეთესო კანდიდატურად?

ლევან კობიაშვილი მიხეილ ყაველაშვილი რევაზ არველაძე დომენტი სიჭინავა არც ერთი

ხმის მიცემა

ძაღლის წელი წყნარი ვერ იქნება

2018-01-21 14:30:15

სანტიაგო გაუჩო

ადამიანები პატარა ბავშვებივით არიან და სხვადასხვა სიმბოლოები უყვართ. თავიანთ განწყობილებას, ადათ წესებსა და ქცევის ნორმებსაც მათ უკავშირებენ. ამისი ნათელი დამადასტურებელია უძველესი აღმოსავლური კალენდარი, რომელიც ყოველ წელს რომელიმე ცხოველთან ასოცირდება და დიდ ბიძიებსა და დეიდებს ამა თუ იმ ცოცხალი არსების თვისებების რეალურ ცხოვრებაში მიბაძვისაკენ უბიძგებს.

მაინც რაზეა დაფუძნებული ეგზოტიკურ აზიურ კალენდარში ხორცშესხმული ფერისა და ცხოველის სიმბოლიკა?

აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიის ქვეყნებში, ყოველწლიური კალენდრის შედგენისას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდნენ მზის, მთვარის, იუპიტერისა და სატურნის მოძრაობის პერიოდულობას.

პლანეტა იუპიტერი ერთ სრულ ბრუნს 12 წელიწადს ანდომებს და ეს კანონზომიერება ჯერ კიდევ რამდენიმე ათასი წლის წინ აღმოაჩინეს აზიელმა მომთაბარეებმა. ისინი საკმაოდ დაკვირვებულები იყვნენ და მეცნიერებისათვის დამახასიათებელი ანალიზისა და დაკვირვების უნარიც გააჩნდათ.

საოცარია, მაგრამ ზოდიაქოს 12 ნიშანი, ამ რაოდენობას მომთაბარეთა კარავს ანუ იურტას უნდა უმადლოდეს. იურტებს ღია თაღი გააჩნდათ და მისი ხარიხები ცას თორმეტ სექტორად ყოფდა. მოხალისე მომთაბარე “ასტრონომები”, მუშაობიდან თავისუფალ დროს ვარსკვლავებსა და ცას სწავლობდნენ და შეამჩნიეს, რომ იუპიტერი წლითიწლობით ინაცვლებდა ერთი სექტორიდან მეორეში და მხოლოდ 12 წლის შემდეგ უბრუნდებოდა საწყის წერტილს.

ცაზე დაკვირვების ამ ტრადიციას მომთაბარეები თაობიდან თაობებს გადასცემდნენ. ბოლოს ამ საქმეს ხელი სერიოზულმა ასტრონომებმა მოჰკიდეს და საბოლოოდ თორმეტწლიანი კალენდარული ციკლიც შემოგვთავაზეს. ამ ციკლის წლებმა კი მიიღეს სახელწოდებები: თაგვის (ვირთაგვის), ძროხის (ხარის), ვეფხვის, კურდღლის (ბოცვრის), თხის, კატის (გველის), ცხენის, ცხვრის, მაიმუნის, ქათმის (მამლის), ძაღლის, ღორის (ტახის).

საკმაოდ გვიან, როდესაც ძველ ჩინეთში ტელესკოპი გამოიგონეს, კიდევ ერთი კანონზომიერება დადგინდა, რომელიც ასევე პლანეტა სატურნს უკავშირდებოდა. იმდროინდელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ სატურნი სრულ ბრუნს 30 წელიწადში ერთხელ ასრულებს და ციკლის საფუძვლად მიიჩნიეს მისი ორი ბრუნის პერიოდი. ამ ხნის განმავლობაში იუპიტერი ხუთჯერ შემობრუნდება.

ეს ზუსტად რომ შეესაბამებოდა ჩინური ნატურფილოსოფიის მსოფლმხედველობას, სადაც ციფრი “ა” ბუნების ხუთი ელემენტის - ხის, ცეცხლის, ლითონის, წყლისა და დედამიწის სიმბოლოდ იყო აღიარებული. მათ შესაბამისად თავ-თავიანთი ფერით აღნიშნავდნენ - ცისფერი, წითელი, თეთრი და შავი. 60-იან ციკლში ცალკეული წლის აღნიშვნის მიზნით დაიწყეს ფერების გამოყენება.

მაგალითად, თუ ვინმე იტყვის, რომ “წითელი ვეფხვის” წელიწადსაა დაბადებული, ეს ნიშნავს, რომ ის 1986 წელს გაჩენილა. ასეთი წელიწადი კი მხოლოდ 60 წლის შემდეგ განმეორდება.

თქვენი არ ვიცი, მე კი ერთი შეკითხვა დამებადა. როდის იყო ცისფერი ვეფხვის წელი და რას გრძნობენ ზოდიაქოს ამ ნიშნით ქვეშ დაბადებულები?

ასეა თუ ისე, მიმდინარე წელი ძაღლის წელიწადია და ალბათ საინტერესოა რას გვპირდებიან ყველაფრისმცოდნე ასტროლოგები.

ამ პროფესიის ხალხის მტკიცებით, 2018 წელი წყნარი ნამდვილად ვერ იქნება. ნათელმხილველები გვირჩევენ, რომ ჩვენს ცხოვრებისეულ ცვლილებებს განსაკუთრებულად დავაკვირდეთ. უნდა ვიყოთ ფრთხილად, რადგან მოსალოდნელია პოლიტიკური თვალსაზრისით დიდი ცვლილებები.

ასევე უნდა ველოდოთ მოულოდნელი კვანძის გახსნას. ამავე დროს 2018 წელი დიდი გარდაქმნებისა და მოქმედებების წელი იქნება. მიმდინარე წელს განსაკუთრებული სიფრთხილე ამ ნიშნით დაბადებულმა მანდილოსნებმა უნდა გამოიჩინონ. მათ პერსპექტივაში უამრავი თავგადასავალი ელით, მაგრამ ზოგიერთი მათგანი შეიძლება ხშირად ცუდადაც დამთავრდეს.

როგორც ვხედავთ, 2018 წელი ალბათ მრავალ სიურპრიზს შემოგვთავაზებს. მინდა მოგიწოდოთ რომ არ შეშინდეთ, რადგან თქვენს გვერდით იმყოფება ისეთი ერთგული მეგობარი, როგორიც სანტა კლაუსია. ეს უკანასკნელი მეტად უშიშარი პიროვნებაა და გაჭირვებისაგან ყოველთვის დაგიცავთ. ბატონი სანტა თხასთან ერთად იმოქმედებს და ყოველგვარ განსაცდელს თავს აგარიდებთ.

ლეგენდის თანახმად, სანტას წინაპარი რეალური ადამიანი იყო. მეოთხე საუკუნეში თურქეთის ქალაქ მირში არქიეპისკოპოსი ნიკოლოზი ცხოვრობდა. იგი ძალიან კეთილი იყო და ყველას ეხმარებოდა. სიკვდილის შემდეგ წმინდანად აღიარეს. მოგვიანებით, უკვე მეთორმეტე საუკუნეში, იტალიელმა მეკობრეებმა წმინდა ნიკოლოზის ნეშტი მოიპარეს და სამშობლოში წაიღეს, რასაც რა საკვირველია დიდი სკანდალი მოჰყვა.

შუა საუკუნეებში, წმინდა ნიკოლოზის დღეს, 19 დეკემბერს ბავშვებს ასაჩუქრებდნენ. მოგვიანებით, უკვე ახალი კალენდრის შემოღების შემდეგ, წმინდანი პატარებს შობაზე ევლინებოდა, კიდევ მოგვიანებით კი ახალ წელს.

მაგრამ მაინც აზიურ კალენდარს დავუბრუნდეთ და რამდენიმე რჩევასაც მოგცემთ. 2018 წელს ძაღლმა შეიძლება თავისი ცხოვრება დაუკავშიროს ცხენს და დრაკონს. მუდმივად გვერდით უნდა ჰყავდეს თხა, რომელიც მის დიად საქმეებს დაიცავს.

ძაღლმა არაფერი არ უნდა მოიმოქმედოს ხართან, რომელიც მასზე ძლიერია და დაესხმის თავს, რადგან გაანადგუროს. თუ ერთ სახლში არიან ხარი და ძაღლი, ძაღლმა უნდა დატოვოს სახლი, რომ თავი გადაირჩინოს.

სხვა სიახლეები