ანი დარსალია "საქართველოს ,სადაც მუდმივად ვქადაგებთ დემოკრატიულ ღირებულებებს,თავისუფლებასა და თანასწორობას,ეს ყოველივე,რომ დაიცვას ,ამ ქვეყანას ჰყავს სახალხო დამცველი?! სადაა სახალხო დამცველი ,ბატონი უჩა ნანუაშვილი? ესმის ქვეყანაში რა ხდება? ვის ჩაგრავენ და რა მიზეზით? თუ ეს მიზეზი მაინცდამაინც ჰომოსექსულების უფლებებს უნდა შეეხებოდეს?! რადგან ჩვენი ფორმალური სახალხო დამცველი თვალებს იბრმავებს და ყურებს იხშობს ,გადავწყვიტე ,მე, როგორც რიგითმა მოქალაქემ შევასმინო ქვეყანაში მიმდინარე პროცესები. ამ რამდენიმე დღის წინ მართლმადიდებელ მამაოს მანქანა დაუმტვრიეს ,თუმცა არავინ არ დაინტერესებულა ვინ და რა მიზეზით ჩაიდინა ასეთი საქციელი. რამდენიმე კვირის უკან კი მართლმადიდებელი მოძრვარი ,მამა თეოდორე გაგნიძე ილიას უნივერსიტეტში არ შეუშვეს მიუხედავად იმისა,რომ ეს იყო სტუდენტების მოთხოვნა და არანაირი კონფესიური შინაარსი არ ჰქონია ამ შეხვედრას. მიჩნდება კითხვა , საქართველოს მთავარი უფლება დაცველი, ზემოთ ხსენებულ მაგალითებში ადამიანის უფლების შელახვას ვერ ხედავს? საქართველოში მხოლოდ დედათმავლებისა დამამთმავლების უფლებებია დასაცველი?! „თავისუფალმა თაობამ “ უკვე არაერთგზის მიმართა სახალხო დამცველსა და მის აპარატს ,მაგრამ მათგან სრული იგნორირებაა ჩვენ ყოველ განცხადებაზე , მინდა კვლავ მივმართო სახალხო დამცველს და ვუთხრა ნუ იქნება მიკორძოებული ,ადამიანთა ერთი ჯგუფის ,შეხედულებებისა თუ ინტერესების გამტარებელი,ვინაიდან „თავისუფალი თაობა“ ამგვარ ქმედებაზე თვალს არ დახუჭავს და ვაფრთხილებთ,აქციების სახით არ მიუბრუნდეს ბატონ ნანუაშვილს თავისი უსამართლო საქციელი."
არჩილ გამზარდია 'პუტინი საქართველოს მტერია, მაგრამ სახელმწიფოს ლიდერისთვის მსგავსი კვალიფიკაციის მიცემა პირდაპირი საშიშორების შემცველია საქართველოსთვისაც და ევროპისთვისაც, როგორც ჩვენი საერთო საზოგადოებისა. დემაგოგიურ შეკითხვაზე: "არის თუ არა პუტინი საქართველოს მტერი", სახელმწიფოს ერთ-ერთ მთავარ აღმასრულებელს რა პასუხი უნდა გაეცა? დამისახელეთ ერთი ევროპელი ლიდერი, რომელიც "მტრის" კვალიფიკაციას აძლევს ასე მარტივად. მტერს ვაგინებ მე, მათ შორის 24 საათი, მაგრამ ხვალ რომ პრემიერი გავხდე, ჩემი პასუხისმგებლობა მნიშვნელოვნად შეიცვლება. ისე... უკრაინის პრეზიდენტს თუ აქვს მიცემული კვალიფიკაცია "მტრის" , ან ბალტიისპირეთის ქვეყნების პრეზიდენტებს? და ა.შ. ? ვინმემ დამისახელოს'
მირიან ყარაულაშვილი - მე პირადად აწი ყოველ ცისმარე დღე დავუწყებ ძებნას იმ შესაძლებლობას, რომ დღეში ერთი სერიოზული პანჩური დავარტყა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ე.წ. დირექტორს ვინმე ნიკოლოზ ანთიძეს! თუ დამიჭერენ-დამიჭირონ! სადაც წვრილია-იქ გაწყდეს!

გამოკითხვა

ვინ მიგაჩნიათ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე საუკეთესო კანდიდატურად?

ლევან კობიაშვილი მიხეილ ყაველაშვილი რევაზ არველაძე დომენტი სიჭინავა არც ერთი

ხმის მიცემა

საახალწლო „ქელეხის“ ამბავი

2018-01-03 16:58:37

სანტიაგო გაუჩო

დღეს მორიგ ქართულ საახალწლო-სახალისო ამბებს შემოგთავაზებთ.

სახალისო ისტორიების დღევანდელ საახალწლო „გამოშვებაში“ ორ ისტორიას გაგაცნობთ. ეს შემთხვევები ჩემს ნაცნობებს გადახდათ. ჩემთვის გასაკვირად საკუთარი ვინაობის „ოფიციალურად გამხელა“ არ ისურვეს. ამ ადამიანებს თხოვნას შევუსრულებ და ამ ორ ამბავს ყოველგვარი შესავლის გარეშე გადმოგცემთ.

პირველი ამბავი:

„არ ვიცი, იმას, რაც მე წლების წინ ზუსტად ახალი წლის ღამეს შემემთხვა, კურიოზი ჰქვია თუ სასწაული. ალბათ, ორივე ერთად.

ცოტა შორიდან დავიწყებ.

ახალგაზრდა რომ ვიყავი, მიყვარდა გოგონა, რომელმაც ერთ დღეს გამომიცხადა, ორსულად ვარო. ამ ფაქტმა ისე დამაფრთხო, რომ რაღაც სისულელე მოვიმიზეზე და ვითომ ერთი თვით წავედი რუსეთში, მაგრამ, ეს ერთი თვე თითქმის ხუთ წელიწადს გაგრძელდა და მთელი ამ ხნის განმავლობაში ერთხელაც არ დამირეკავს ეკასთვის. იქ რაღაც სამსახური ვიშოვე და იმდენი კი მქონდა, რომ თავი გამენებივრებინა. სიმართლე გითხრათ, უკან ჩამოსვლას აღარც კი ვგეგმავდი, მაგრამ, მამა გარდამეცვალა და იძულებული გავხდი, თბილისში დავბრუნებულიყავი.

მამის დაკრძალვიდან ერთი თვის შემდეგ გამახსენდა ეკა და დავინტერესდი, ნეტავი, ბავშვი თუ გააჩინა-მეთქი და გადავწყვიტე, ეს ამბავი გამერკვია, თუმცა, ვერაფერი გავიგე. ერთ დღესაც, ვაიძულე თავი და დავურეკე, მაგრამ, მიპასუხეს, უკვე სამი წელია, აქ აღარ ცხოვრობენ და სად გადავიდნენ, არ ვიცითო. რატომღაც, დარწმუნებული ვიყავი, რომ შვილი მყავდა და ძალიან მინდოდა მისი ნახვა, მაგრამ, არ ვიცოდი, როგორ მეპოვა. თან, ჯერ სამსახურიც არ მქონდა ნაშოვნი და მთელი დღეები უსაქმოდ დავყიალობდი. ჩემი ძმაკაცები ათას ღობე-ყორეს ედებოდნენ, არანაირ სამუშაოს არ თაკილობდნენ, რომ ორი კაპიკი ეშოვათ, მე კი ყველა შემოთავაზებაზე ტუჩს ვიბზუებდი  – არ ვკადრულობდი.

ახალ წლამდე ერთი კვირა იყო დარჩენილი. ჩემი ერთ-ერთი ძმაკაცი თოვლის ბაბუად მუშაობდა (მაშინ თბილისში ეს საქმე „ახალი ხილი“ იყო), მაგრამ, ზუსტად 29 დეკემბერს ფეხი მოიტეხა და, რადგან ყავარჯნებით ვერ ივლიდა კარდაკარ, მთხოვა, 31 დეკემბრის ღამის გამოძახებებზე შენ წადი ჩემ მაგივრადო. ჯერ კინაღამ გადავირიე, მაგრამ, ძალიან უფულოდ ვიყავი და, რადგან იმ გამოძახებების ფული მე უნდა ამეღო, დავთანხმდი.

დადგა 31 დეკემბერი. მივედი ოფისში, ჩამილაგეს საჩუქრები და მომცეს მისამართებისა და ბავშვების სახელების სია, ვისთანაც უნდა მივსულიყავი. სულ ცხრა მისამართი მქონდა. მესამე ოჯახიდან უკვე ბანცალ-ბანცალით გამოვედი. ჩავსხედით მე და ჩემი ფიფქია ჩვენს მანქანაში და ვაჟა-ფშაველასკენ გავემართეთ (საჭეს ფიფქია მიუჯდა). ჯერ კვარტალს ძლივს მივაგენით, მერე – კორპუსს. მივადექით ლიფტს და – არ მუშაობს. არადა, მეთერთმეტე სართულზე უნდა ავიდეთ. ავყევით კიბეებს ხვნეშა-ხვნეშით და, ბოლო სართულს რომ მივაღწიეთ, აღმოჩნდა, რომ კორპუსი ცხრასართულიანი იყო. ალბათ, მისამართი არასწორად ჩამიწერეს-მეთქი, ვიფიქრე, მაგრამ, ისე ვიყავი გასავათებული, უკან რაღა დამაბრუნებდა. ბინის ნომერზე არც კი შემიხედავს, ისე დავაჭირე ზარს თითი, თან ჩემი მისასალმებელი ტექსტი გავიმეორე გუნებაში. ვდგავართ, ველით, მაგრამ, კარს არავინ გვიღებს. საათს დავხედე – ორის ნახევარია. მივაჭირე თითი ზარის ღილაკს და აღარ ავუშვი.

რამდენიმე წუთის შემდეგ ფეხის ხმა მომესმა და ნამძინარევმა ხმამ იკითხა, ვინ არისო. მე ჩემი მისასალმებელი ლექსის პირველი სტროფი მივაგებე. ძლივს გავაგებინეთ, ვინც ვიყავით, მაგრამ, კარს იქიდან გვიპასუხეს, თოვლის ბაბუა ჩვენ არ გამოგვიძახიაო. ბოლოს, როგორც იქნა, მაინც, გაიღო კარი, მაგრამ, ნამძინარევ დიასახლისს რომ შევხედე, მომენტალურად გამოვფხიზლდი და მთელი ხმით შევყვირე, ვაი-მეთქი – ჩემ წინ გაოცებული ეკა იდგა. გული რომ არ წამსვლოდა, კედელს მივეყრდენი და ფიფქიას ვანიშნე, საქმისთვის მიეხედა, მაგრამ, ამ დროს ოთახიდან გამობაჯბაჯდა ღამის პიჟამაში გამოწყობილი პატარა არსება, რომელიც პირდაპირ მე მომადგა, ცნობისმოყვარედ ამომხედა და მკითხა: „შენ ჩემი მამიკო ხარ? დედიკომ მითხრა, მამა ახალ წელს მოვაო“... ამას კი ვეღარ გაუძლო ჩემმა გულმა, რადგან, ჩემ წინ მართლაც ჩემი შვილი იდგა – ჩემი ასლი, ჩემი ალი და კვალი – და, იატაკზე მოვადინე ბრახვანი.

მართალია, მთელი ერთი კვირა რეანიმაციაში ვიწექი გულის მიოკარდიული შეტევის გამო და კინაღამ წერილიც წავიღე, მაგრამ, მაინც გადავრჩი – ეტყობა, ღმერთს უნდოდა, რომ ჩემი ბიჭი უმამოდ არ გაზრდილიყო და მე და ეკას კიდევ ორი შვილი გაგვეჩინა.

ჩვენი სამი ვაჟკაცი უკვე დიდები არიან და იმ სასწაულს ზღაპარივით უყვებიან თავიანთ მეგობრებს.

მე რომ არ დავმთვრალიყავი და მისამართი არ ამრეოდა, ვინ იცის, ახლა სად ვიქნებოდი. ასე რომ, ზოგჯერ დათრობასაც აქვს გამართლება“.

მეორე ამბავი:

"ქრისტეშობის დღესასწაულს სხვადასხვა ქვეყნის ქრისტიანები სხვადასხვანაირად აღნიშნავენ.

ჩვენთან, საქართველოში კი ჩვენებური წესი გვაქვს. სიცოცხლე უნდა მოვუსწრაფოთ ღრუტუნა წვრილჩლიქოსანს.

შობის წინა დღის ნაშუადღევია.

სტალბერ ქიშმარუას ეზოში „დამკვლელები“ შეიკრიბნენ.

იმ სოფელში ასე ყოფილა - დამკვლელთა „სპეცნაზი“ ჩამოივლის ეზო-ეზო და ააფხარკალებს საცოდავ ღრუტუნას. მერე მწვადსაც ჩაღმურძლავენ, ზედ ორნახად არაყსაც დაასხამენ „დეზინფექციიზა“ და გადავლენ სხვა ეზოში.

90-100-კილოიანი იქნებოდა სტალბერის ზაფხულიდან ნასუქები ღორი. მთავარ დამკვლელს, გვანჯი ჭიქაიას უკვე მოესწრო ორი ღორისთვის მზის დაბნელება და არყით თვალებაპრიალებული სანაწეროდ იბრიშტებოდა.

– ხოხ, რა არის კაცო ეს წრუწუნა... არაფერს აჭმევდით, მახარია?

– რასაა, რო ამბობს ეს ტვინწყალა? – იწყინა პატრონმა, – წრუწუნა კი არა გამათავა მაგის კვებამ მთელი წელია. რომ გაუშვა, ყველას შეგვჭამს, ყაჩაღი მაგი!

– გოუშვი ხელი ერთი, თუ კაცი ხარ, – არაადამიანური ხმით დაიყვირა გვანჯიმ, დასაკლავი დანა მოიმარჯვა და გაიმეორა, – გოუშვი, გოუშვი, ოღონდ საყელურზე მომაკიდებიე ხელი და მერე გოუშვი. მარტო ვეყოფი მაგას მე, არ მომეკაროს არავინ!

სტალბერი და დანარჩენები დაემორჩილნენ და განზე გადგნენ.

– ღუტუ, ღუუტუ, მორთი აშო, წიე, მორთი...

დანა დროებით საყელურში გაურჭო ღორს. ჯერ წავაქცევ და მერე მოვიშველიებო და ტორეადორივით მოზიდა ტანი. წინა და უკანა ფეხებში ჩაავლო სასმელით ძარღვებდაბერილი ხელები... ოპლაა! – დაიძახა და მოწყვეტილად მოქაჩა თავისკენ, რომ ზურგზე ამოეტრიალებინა, მაგრამ ილეთი გაუცუდდა.

გაუცუდდა კი არა, ღორმა გამოწვევა მიიღო და წაკუზულ მოძალადეს 40-კილოიანი თავი დააძგერა – ქვევიდან თუ დავიწყებთ, ზემოთ რომ ფეხები ერთდება, იმ სახიფათო „ზონაში“.

– ვაი, დედიკონა! – მოასწრო დაძახება და შუბლით შეასკდა სამწყვდევის ბოძს. ბოძს ვერაფერი დააკლო, მაგრამ ცხვირი და ულვაშები წითლად შეეღება. ამასობაში ღორმა მძიმე ძუნძულით მიაშურა სამალავს, მაგრამ ვერ იპოვა და ცოტა ხნით გაჩერდა, შეისვენა, ჰაერი დაყნოსა და გაშტერდა. იქ მყოფები, როგორც იქნა, მიხვდნენ, რაც მოხდა. თოვლის გუნდა დააფარეს სისხლიან ადგილზე გაბრუებულ კაცს, – ნუ გეშინია, ნუ გეშინიას ძახილით. მერე ოთახში შეიყვანეს და ტახტზე წამოაწვინეს დაბნეულ-დანოკაუტებული.

ისევ ღორს მოუბრუნდნენ.

– ე, ბიჭო, გამოეკიდე, იქნებ დაიჭირო, სამგლე მაგ! – თვითონ ვერ გაბედეს და შეაგულიანეს სოფლის სულელი ხუნჭუ ჭიჭაია. მაგრამ, სულელები აქეთ გამოიყვანა ეს ტარტაროზები დაკვირვებულმა სულელმა.

– ხოხ, რა კაია?! – მე გიჟი კი არ ვარ... რას გავეკიდები, დანა აქვს მაგას საყელურში და რო მშვლიპოს მუცელში, ვისთან ვუჩივლო?!

ისევ მეზობელმა დურუმ გაიმეტა თავი და ნელა მიუახლოვდა გაოცებულ ღორს, – ღუტუ-ღუტუს ჩურჩულით.

– ღუუუტუ, ღუტუუ... – ეპარება ეს დურუ, მაგრამ ნერვებმა უღალატა, ბოლო „ღუუტ“ ხმამაღლა შებღავლა, გოლკიპერივით გაუწვა და უკანა მარცხენა ფეხშიც წაავლო ხელი. მაგრამ, ღორმა წინა ფეხები გაჩაჩხა და უკანა, თავისუფალი პირდაპირ ყურის ქვეშ სთხლიშა მოწინააღმდეგეს.

ნახევარბიბილოახეული დურუ ძლივს მოასულიერეს, იმასაც თოვლით დაუმუშავეს ნატკენი ადგილი და გვანჯის ტახტის მოპირდაპირე ტახტზე წამოაწვინეს გაბრუებულ-გაბურბუსალებული.

ეზოში გუშინ დადებული თოვლი ორ-სამ ადგილას მოიჩითა სისხლით, ოღონდ არა ღორის, როგორც სავარაუდო იყო.

– დედას გიტირებ! – მოთმინებიდან გამოვიდა სტალბერი, ფაცხაფუცხით ავარდა მეორე სართულზე, ძველი „ვინტოვკა“ გამოიტანა ყოფილმა მეომარმა და აივნიდანვე ესროლა ღორს. მიზანი არ ეშლებოდა – სროლა და შუბლში ტყვიანაგლეჯი ღორი ადგილზევე ჩაიკეცა.

სტალბერი აჩქარდა, დაუცდა ფეხი კიბეზე, კიბის ხის მოაჯირი გადაანგრია და გვერდულად ჩაერჭო თოვლში. ამჯერად უსისხლოდ გადავრჩით, სტალბერმა მხოლოდ ცერა თითი იღრძო, რომელიც მაშინვე გაუსივდა.

ორ საათში მწვადის სუნი დატრიალდა! რად გინდა, რა... ჭამის სურვილი, შნო და შესაძლებლობა არავის ჰქონდა.

... არა, ვინ მოიგონა ეს ვანდალობა... სულ, სულ პირველად ვინ დაკლა ღორი შობა დღეს?

ღრმა ისტორიულ წყაროებში ამის შესახებ არაფერს გვაუწყებენ".

სხვა სიახლეები