ანი დარსალია "საქართველოს ,სადაც მუდმივად ვქადაგებთ დემოკრატიულ ღირებულებებს,თავისუფლებასა და თანასწორობას,ეს ყოველივე,რომ დაიცვას ,ამ ქვეყანას ჰყავს სახალხო დამცველი?! სადაა სახალხო დამცველი ,ბატონი უჩა ნანუაშვილი? ესმის ქვეყანაში რა ხდება? ვის ჩაგრავენ და რა მიზეზით? თუ ეს მიზეზი მაინცდამაინც ჰომოსექსულების უფლებებს უნდა შეეხებოდეს?! რადგან ჩვენი ფორმალური სახალხო დამცველი თვალებს იბრმავებს და ყურებს იხშობს ,გადავწყვიტე ,მე, როგორც რიგითმა მოქალაქემ შევასმინო ქვეყანაში მიმდინარე პროცესები. ამ რამდენიმე დღის წინ მართლმადიდებელ მამაოს მანქანა დაუმტვრიეს ,თუმცა არავინ არ დაინტერესებულა ვინ და რა მიზეზით ჩაიდინა ასეთი საქციელი. რამდენიმე კვირის უკან კი მართლმადიდებელი მოძრვარი ,მამა თეოდორე გაგნიძე ილიას უნივერსიტეტში არ შეუშვეს მიუხედავად იმისა,რომ ეს იყო სტუდენტების მოთხოვნა და არანაირი კონფესიური შინაარსი არ ჰქონია ამ შეხვედრას. მიჩნდება კითხვა , საქართველოს მთავარი უფლება დაცველი, ზემოთ ხსენებულ მაგალითებში ადამიანის უფლების შელახვას ვერ ხედავს? საქართველოში მხოლოდ დედათმავლებისა დამამთმავლების უფლებებია დასაცველი?! „თავისუფალმა თაობამ “ უკვე არაერთგზის მიმართა სახალხო დამცველსა და მის აპარატს ,მაგრამ მათგან სრული იგნორირებაა ჩვენ ყოველ განცხადებაზე , მინდა კვლავ მივმართო სახალხო დამცველს და ვუთხრა ნუ იქნება მიკორძოებული ,ადამიანთა ერთი ჯგუფის ,შეხედულებებისა თუ ინტერესების გამტარებელი,ვინაიდან „თავისუფალი თაობა“ ამგვარ ქმედებაზე თვალს არ დახუჭავს და ვაფრთხილებთ,აქციების სახით არ მიუბრუნდეს ბატონ ნანუაშვილს თავისი უსამართლო საქციელი."
არჩილ გამზარდია 'პუტინი საქართველოს მტერია, მაგრამ სახელმწიფოს ლიდერისთვის მსგავსი კვალიფიკაციის მიცემა პირდაპირი საშიშორების შემცველია საქართველოსთვისაც და ევროპისთვისაც, როგორც ჩვენი საერთო საზოგადოებისა. დემაგოგიურ შეკითხვაზე: "არის თუ არა პუტინი საქართველოს მტერი", სახელმწიფოს ერთ-ერთ მთავარ აღმასრულებელს რა პასუხი უნდა გაეცა? დამისახელეთ ერთი ევროპელი ლიდერი, რომელიც "მტრის" კვალიფიკაციას აძლევს ასე მარტივად. მტერს ვაგინებ მე, მათ შორის 24 საათი, მაგრამ ხვალ რომ პრემიერი გავხდე, ჩემი პასუხისმგებლობა მნიშვნელოვნად შეიცვლება. ისე... უკრაინის პრეზიდენტს თუ აქვს მიცემული კვალიფიკაცია "მტრის" , ან ბალტიისპირეთის ქვეყნების პრეზიდენტებს? და ა.შ. ? ვინმემ დამისახელოს'
მირიან ყარაულაშვილი - მე პირადად აწი ყოველ ცისმარე დღე დავუწყებ ძებნას იმ შესაძლებლობას, რომ დღეში ერთი სერიოზული პანჩური დავარტყა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ე.წ. დირექტორს ვინმე ნიკოლოზ ანთიძეს! თუ დამიჭერენ-დამიჭირონ! სადაც წვრილია-იქ გაწყდეს!

გამოკითხვა

ვინ მიგაჩნიათ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე საუკეთესო კანდიდატურად?

ლევან კობიაშვილი მიხეილ ყაველაშვილი რევაზ არველაძე დომენტი სიჭინავა არც ერთი

ხმის მიცემა

„ხალხმა საშინელი სტრესი მიიღო. მე ვნახე 28-30 წლის ბიჭები, რომლებიც ტესტირებაზე შესვლის წინ დამამშვიდებელს სვამდნენ“

2015-01-05 08:14:23

From.ge

ათასობით კონკურსანტის ოცნებამ, რომ ახალი ხელისუფლების მიერ ჩატარებული ობიექტური კონკურსის შედეგად საჯარო სამსახურში მოახერხებდნენ დასაქმებას, სრული ფიასკო განიცადა. ახალი წლის დადგომამდე სამი დღით ადრე ,თბილისსა და საქართველოს 22 მუნიციპალიტეტში ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა  ტესტირება ჩატარდა. საჯარო სამსახურებში მუშაობის ცხრა ათასმა მსურველმა ორეტაპიანი ტესტირება საქართველოს კანონმდებლობისა და ზოგადი უნარების ცოდნაში გაიარა.

კონკურსანტებს ტესტური დავალების ოთხი სავარაუდო პასუხიდან სწორი პასუხის გამოცნობა ევალებოდათ. გამსვლელი ქულა, რომრლლიც თავად მუნიციპალიტეტებმა განსაზღვრეს, თბილისში 45 ქულა იყო, რეგიონებში ნაკლები. ტესტირების დასრულების შემდეგ გაირკვა, რომ ადგილობრივ თვითმმართველობებში დასაქმებული ადამიანების 80%-მა დადგენილი ბარიერის გადალახვა ვერ მოახერხა. შედარებით უკეთესი შედეგები აჩვენეს „გარედან მოსულმა“ ადამიანებმა. ტესტირების შედეგების გასაჩივრების მიზნით შექმნილ საპრეტენზიო კომისიაში საჩივრების შეტანა 31 დეკემბერს დასრულდა. დაუზუსტებელი მონაცემებით, კომისიას საპრეტენზიო განაცხადით 100-ზე მეტმა მონაწილემ მიმართა.

მუნიციპალიტეტებში მიმდინარე კონკურსებს დედაქალაქის მერი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ სისტემის გამართულად მუშაობისთვის აუცილებელია, რომ გამოცდების ეროვნული ცენტრიდან სტატისტიკის მიღებამდე და გასაუბრების გრაფიკის დადგენამდე ყველა ადამიანი მოვალეობის შემსრულებლად დარჩეს და თავისი საქმე აკეთოს. "მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესიც ისევე ღია და გამჭვირვალედ ჩატარდეს, როგორც ატესტაცია ჩატარდა. დანარჩენი გასაუბრების შედეგებიდან გამომდინარე გახდება ცნობილი" - განაცხადა დავით ნარმანიამ. ტესტირების შედეგებს და თბილისის მერის განცხადებას ეხმაურება არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათ დაცვის აქტივისტთა კავშირის“ ლიდერი. თამარ დადიანის თქმით, ტესტირების ჩატარებას აზრი არ ჰქონდა, თუ დაბალქულიანი კონკურსანტები სამსახურებში დარჩებოდნენ და მაღალქულიანები - ქუჩაში. რესპოდენტი დარწმუნებულია, რომ გადაწყვეტილების მიღებისას აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ იმ კონკურსანტების ინტერესები, რომლებმაც ტესტირებაზე 40 და მეტი ქულის დაგროვება მოახერხეს და საკონკურსო ბარიერს სხვებზე მეტად მიუახლოვდნენ.

როგორც იცით, ადგილობრივი ხელისუფლებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებულ ატესტაციებში მერიისა და გამგეობების მოქმედ თანამშრომლებთან ერთად, „ქუჩიდან მოსული“ ადამიანებიც მონაწილეობდნენ. ტესტირების დასრულების შემდეგ გამოიკვეთა, რომ თვითმმართველობების მოქმედ თანამშრომელთა დაახლოებით 80%-მა გამსვლელი 45 ქულის დაგროვება ვერ შეძლო. გაცილებით უკეთესი შედეგი აჩვენეს ე.წ. ქუჩიდან მოსულმა ადამიანებმა. ასეთი მაღალი ზღვარის დაწესება ადამიანის უფლებების დარღვევად მიმაჩნია, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ მაღალ ზღვართან მიახლოვება „ქუჩიდან მოსულებმა“ მოქმედ თანამშრომლებზე უკეთ შეძლეს. გორში, სადაც 35 ქულიანი ბარიერი იყო დაწესებული, „ქუჩიდან მოსულებმა“ მოქმედ თანამშრომლებზე მაღალი ქულები აიღეს. აქედან გამომდინარე, მოვითხოვთ, რომ „ქუჩიდან მოსული ადამიანები“, რომლებმაც ტესტირება მოქმედ თანამშრომლებზე უკეთ გაიარეს და 40 ქულის და მეტის მოგროვება შეძლეს, სამსახურით დააკმაყოფილონ.

„ადამიანის უფლებათ დაცვის აქტივისტთა კავშირის“ ლიდერი თბილისის მერს პროკურატურაში ჩატარებულ ტესტირებებს ახსენებს, როცა კონკურსანტების ინტერესების გათვალისწინებით, ბარიერის დაწევა რამდენჯერმე მოხდა. თამარ დადიანი დავით ნარმანიას იმასაც ახსენებს, რომ არჩევნების მეორე ტურში გამარჯვებული მერია და  კონკურსში მონაწილეთა მიმართ მეტი თანაგრძნობა მართებს.

გასაგებია, რომ დავით ნარმანიამ თავისი თანამშრომლების ინტერესები დაიცვა, მაგრამ გაუგებარია, რატომ არავინ იცავს იმ ადამიანების ინტერესებს, რომლებმაც ტესტირებაზე ადგილობრივ ხელისუფლებაში დასაქმებულებზე მაღალი ქულები მიიღეს? ხალხმა საშინელი სტრესი მიიღო. მე ვნახე 28-30 წლის ბიჭები, რომლებიც  ტესტირებაზე შესვლის წინ დამამშვიდებელს სვამდნენ. არ მესმის, რა აზრი ჰქონდა ტესტირების ჩატარებას, თუკი 40 ქულიანებს ქუჩაში  გაუშვებდნენ და 20 და 30 ქულიანებს სამსახურში დატოვებდნენ? როცა ტესტირების შედეგად პროკურატურაში ანალოგიური ვითარება შეიქმნა, ზღვარი დაწიეს და მაღალქულიანი კონკურსანტები ქუჩაში არ გაუშვეს. სამწუხაროა და გასაკვირი, რომ მერიამ სხვა პოზიცია დაიკავა. ბატონი დავითიც ხომ არჩევნების მეორე ტურში გამარჯვებული მერია? როგორ შეიძლება, რომ კონკურსანტების მიმართ თანაგრძნობა არ გამოიჩინოს? მე მოვახერხე ქალაქის მერთან დაკავშირება და მისი პოზიციის გაგება. დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ ამ საკითხების გადაჭრა კომისიის კომპეტენციაა, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ქალაქის მერი მარტო თავისი თანამშრომლების ინტერესებს იცავს.

გამოცდების ეროვნულ ცენტრში გავარკვიეთ, რომ სააპელაციო კომისიას პრეტენზიებით 100-ზე მეტმა კონკურსანტმა მიმართა. სააპელაციო განაცხადების შეტანა 31 დეკემბერს დასრულდა, შესაბამისად ასეთ მცირე დროში ყველა განაცხადის განხილვა ვერ მოესწრო. როგორც კი პროცესები განახლდება, საზოგადოებისთვის შედეგები  ცნობილი გახდება - განაცხადეს გამოცდების ეროვნულ ცენტრში.  ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა ტესტირებაზე შექმნილ ვითარებას მძიმეს და უხერხულს უწოდებს თბილისის საკრებულოს დეპუტატი სოსო მანჯავიძე:

"ნაჩქარებად ჩატარებული კონკურსის შედეგად მერია მართლაც ძალიან მძიმე და უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ერთი მხრივ, ამხელა ქალაქის მერიიდან თანამშრომელთა მასიურად გაშვება შეიძლება დიდი საფრთხის შემცველი აღმოჩნდეს. მეორე მხრივ, ვეთანხმები არასამთავრობოებს, რომ იმ ადამიანების არათანაბარ მდგომარეობაში ჩაყენება, რომლებმაც მერიის თანამშრომლებზე მაღალი ქულები მიიღეს,  ძალიან უხერხული სიტუაციას ქმნის. აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ ნაჩქარებად და მოუმზადებლად კონკურსის გამოცხადება შეცდომა იყო. ზოგადი პრობლემებიდან გამომდინარე, საზოგადოება ისედაც დაძაბულია და  ახალი ტიპის დაძაბულობების შექმნა არავის ინტერესებში არ შედის. ამიტომ ჯობია, მანამ ვიფიქროთ, სანამ რაღაც ნაბიჯს გადავდგამთ. მზა რეცეპტიარ მაქვს და ვერ გეტყვით რა არის  ამ შემთხვევაში გამოსავალი. არსებობს შეცდომები, რომელთა გამოსწორება ძალიან ძნელია და ვფიქრობ, ამ შემთხვევაში სწორედ ასეთ შეცდომასთან გვაქვს საქმე.

სხვა სიახლეები