ანი დარსალია "საქართველოს ,სადაც მუდმივად ვქადაგებთ დემოკრატიულ ღირებულებებს,თავისუფლებასა და თანასწორობას,ეს ყოველივე,რომ დაიცვას ,ამ ქვეყანას ჰყავს სახალხო დამცველი?! სადაა სახალხო დამცველი ,ბატონი უჩა ნანუაშვილი? ესმის ქვეყანაში რა ხდება? ვის ჩაგრავენ და რა მიზეზით? თუ ეს მიზეზი მაინცდამაინც ჰომოსექსულების უფლებებს უნდა შეეხებოდეს?! რადგან ჩვენი ფორმალური სახალხო დამცველი თვალებს იბრმავებს და ყურებს იხშობს ,გადავწყვიტე ,მე, როგორც რიგითმა მოქალაქემ შევასმინო ქვეყანაში მიმდინარე პროცესები. ამ რამდენიმე დღის წინ მართლმადიდებელ მამაოს მანქანა დაუმტვრიეს ,თუმცა არავინ არ დაინტერესებულა ვინ და რა მიზეზით ჩაიდინა ასეთი საქციელი. რამდენიმე კვირის უკან კი მართლმადიდებელი მოძრვარი ,მამა თეოდორე გაგნიძე ილიას უნივერსიტეტში არ შეუშვეს მიუხედავად იმისა,რომ ეს იყო სტუდენტების მოთხოვნა და არანაირი კონფესიური შინაარსი არ ჰქონია ამ შეხვედრას. მიჩნდება კითხვა , საქართველოს მთავარი უფლება დაცველი, ზემოთ ხსენებულ მაგალითებში ადამიანის უფლების შელახვას ვერ ხედავს? საქართველოში მხოლოდ დედათმავლებისა დამამთმავლების უფლებებია დასაცველი?! „თავისუფალმა თაობამ “ უკვე არაერთგზის მიმართა სახალხო დამცველსა და მის აპარატს ,მაგრამ მათგან სრული იგნორირებაა ჩვენ ყოველ განცხადებაზე , მინდა კვლავ მივმართო სახალხო დამცველს და ვუთხრა ნუ იქნება მიკორძოებული ,ადამიანთა ერთი ჯგუფის ,შეხედულებებისა თუ ინტერესების გამტარებელი,ვინაიდან „თავისუფალი თაობა“ ამგვარ ქმედებაზე თვალს არ დახუჭავს და ვაფრთხილებთ,აქციების სახით არ მიუბრუნდეს ბატონ ნანუაშვილს თავისი უსამართლო საქციელი."
არჩილ გამზარდია 'პუტინი საქართველოს მტერია, მაგრამ სახელმწიფოს ლიდერისთვის მსგავსი კვალიფიკაციის მიცემა პირდაპირი საშიშორების შემცველია საქართველოსთვისაც და ევროპისთვისაც, როგორც ჩვენი საერთო საზოგადოებისა. დემაგოგიურ შეკითხვაზე: "არის თუ არა პუტინი საქართველოს მტერი", სახელმწიფოს ერთ-ერთ მთავარ აღმასრულებელს რა პასუხი უნდა გაეცა? დამისახელეთ ერთი ევროპელი ლიდერი, რომელიც "მტრის" კვალიფიკაციას აძლევს ასე მარტივად. მტერს ვაგინებ მე, მათ შორის 24 საათი, მაგრამ ხვალ რომ პრემიერი გავხდე, ჩემი პასუხისმგებლობა მნიშვნელოვნად შეიცვლება. ისე... უკრაინის პრეზიდენტს თუ აქვს მიცემული კვალიფიკაცია "მტრის" , ან ბალტიისპირეთის ქვეყნების პრეზიდენტებს? და ა.შ. ? ვინმემ დამისახელოს'
მირიან ყარაულაშვილი - მე პირადად აწი ყოველ ცისმარე დღე დავუწყებ ძებნას იმ შესაძლებლობას, რომ დღეში ერთი სერიოზული პანჩური დავარტყა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ე.წ. დირექტორს ვინმე ნიკოლოზ ანთიძეს! თუ დამიჭერენ-დამიჭირონ! სადაც წვრილია-იქ გაწყდეს!

გამოკითხვა

ვინ მიგაჩნიათ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე საუკეთესო კანდიდატურად?

ლევან კობიაშვილი მიხეილ ყაველაშვილი რევაზ არველაძე დომენტი სიჭინავა არც ერთი

ხმის მიცემა

„გაჩეჩილაძის ქება ჩემთვის კიდევ უფრო შეურაცხმყოფელი იყო, არ მჭირდება, თავისი სიტყვები წაიღოს უკან!“

2017-12-14 11:50:43

თამთა ქარჩავა

„სამართლებრივ დავებს აწესრიგებს და არეგულირებს კანონი, შესაბამისი ინსტანციები და არა ნაცნობ-მეგობრობა“, - ეს არის პრემიერ-მინისტრი პასუხი გია (უცნობის) გაჩეჩილაძის ერთი შეხედვით ხმაურიან ბრალდებაზე. იმ შემთხვევაში, თუკი გაჩეჩილაძის ბრალდებები დადასტურდება, პრემიერ-მინისტრი მზად არის თანამდებობა დატოვოს. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, გაჩეჩილაძეს მოუწევს საჯაროდ ბოდიშის მოხდა.

გიორგი კვირიკაშვილი უსაფუძვლოს უწოდებს გაჩეჩილაძის (უცნობის) ბრალდებას, რომ საქართველოში ტენდერებში სულ რამდენიმე კომპანია მონაწილეობს, რომელიც კარტელს წარმოადგენს და ამ კომპანიებთან ასოცირდება სპორტისა და ახალგაზრდობის ყოფილი მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სამართლებრივ სახელმწიფოში კანონი არის უზენაესი და პირადად მის პოლიტიკურ გუნდთან ერთად, გარანტიაა იმისა, რომ ამ ქვეყანაში კანონზე მაღლა ვერავინ დადგება, მათ შორის არც პრემიერთან ნაცნობ-მეგობრობა.

„გია გაჩეჩილაძეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს და თუ დადასტურდება მთავრობის ბრალეულობა, მზად ვარ დავტოვო თანამდებობა, ხოლო თუ დადასტურდება, რომ ყველაფერი იყო კანონის ფარგლებში, გამობრძანდეს და ბოდიში მოუხადოს ყველას, მათ შორის მეც და ტარიელ ხეჩიკაშვილსაც. დაწვრილებით გავეცანი მის გამოსვლას. ჩემთვის ძალიან სამწუხარო იყო იმის ნახვა, რაც ვნახე და მოვისმინე.

მან აბსოლუტურად დაუსაბუთებლად შეურაცხყოფა მიაყენა იმ ადამიანებს და გუნდის წევრებს, რომლის ხელმძღვანელიც მე ვარ. ჩვენ ერთად ვიბრძოდით, მათ შორის გიაც, მეც და ძალიან ბევრი ადამიანი, რომ ადამიანის ღირსება დაგვეცვა და სამწუხაროდ, მისგან ასეთ დაუსაბუთებელ შეურაცხყოფას ნამდვილად არ ველოდი და არ შევეგუები“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მან პირადად გასცა დავალება, რომ აღნიშნულ ტენდერში ყველასთვის თანაბარი საკონკურენციო პირობები ყოფილიყო. მისივე თქმით, ტენდერის ჩატარებისას, რომელზეც გაჩეჩილაძე საუბრობს, კანონი ზედმიწევნით იყო დაცული.

„როდესაც მან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებულ ტენდერზე ისაუბრა. როდესაც დამიკავშირდა, მივეცი დავალება მთავრობის ადმინისტრაციას, რომ არ დაჩაგრულიყო ბიზნესმენი და ყოფილიყო თანაბარი საკონკურენციო პირობები ყველასთვის. გავეცანი ამ საქმეს და ჯერ ერთი, ტარიელ ხეჩიკაშვილი და ბიზნესჯგუფი, რომელშიც მას წილი გააჩნდა თუ გააჩნია, არაფერ შუაში იყო ამ ტენდერთან. სრულიად სხვა კომპანიამ გაიმარჯვა. კანონი იყო ზედმიწევნით დაცული.

ჩემთვის მიუღებელია, როდესაც ჩემი გუნდის წევრს ლანძღავენ და მე მაქებენ. არ შემიძლია მოვისმინო ქებაც ამ ადამიანისგან და ეს ქება ჩემთვის კიდევ უფრო შეურაცხმყოფელი იყო, როდესაც ის შეურაცხმყოფელად იხსენიებს ჩემი გუნდის წევრებს. არ მჭირდება ასეთი ქება, თავისი სიტყვები წაიღოს უკან. ტარიელ ხეჩიკაშვილი არის ძალიან ღირსეული ადამიანი და არც არასდროს შეურევია თავისი სახელმწიფოებრივი და ბიზნეს საქმიანობა“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

გია (უცნობი) გაჩეჩილაძე ტენდერებში კომპანიების მონაწილეობასთან დაკავშირებულ ხარვეზებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილების ტენდერი კომპანია „სიტროინ ჯორჯიამ“ უსაფუძვლო მიზეზების გამო წააგო. როგორც გაჩეჩილაძე აცხადებს, „სიტროინ ჯორჯია“ ფრანგების მულტინაციონალური კომპანიაა, რომელშიც საფრანგეთის მთავრობაც ფლობს გარკვეულ წილს ისევე როგორც კერძო სტრუქტურა.

„ახალმა ფრანგულმა კომპანიამ ყველაზე კარგი და ძალიან დაბალი ფასი დააფიქსირა და ისე მიიღო მონაწილეობა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილებზე გამოცხადებულ ტენდერში. ეს ტენდერი მოიგო, მაგრამ მოგების შემდეგ, ეს ტენდერი გაუქმდა. მინდა, რომ გასაჩივრდეს ახლა კონკურენციის სააგენტოში, რომელსაც ხელმძღვანელობს ნოდარ ხადური და გამოიტანოს ობიექტური დასკვნა“, - აღნიშნა გია გაჩეჩილაძემ.

რაც შეეხება „სიტროენ ჯორჯიას“, როგორც გაჩეჩილაძე აცხადებს, კომპანია იმ კონკრეტულ კომპანიებს უჩივის, რომლის სათავეშიც, მისი თქმით, ტარიელ ხეჩიკაშვილი დგას. ამავე საჩივარში მოპასუხე მხარედ სახელმწიფოს უწყების წარმომადგენლები არიან, მათ შორის არის ჯანდაცვის სამინისტრო. გაჩეჩილაძის თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებული ერთ-ერთი ტენდერი სასწრაფო დახმარების მანქანებთან დაკავშირებით არის საქმე, რომელზეც „სიტროენ ჯორჯია“ სასამართლოში დავობს.

იმ შემთხვევაში, თუ კონკურენციის სააგენტო გამოვა და ტენდერებთან დაკავშირებით არგუმენტირებულ პასუხებს გასცემს, გაჩეჩილაძე მზად არის, ბოდიშიც მოიხადოს და მუხლებზეც დადგეს. მისი თქმით, მან ტენდერებთან დაკავშირებით სასამართლოს გარკვეული პერიოდის წინ, გუშინ კი კონკურენციის სააგენტოს მიმართა.

„არ ვიცი, ვინ აყენებს გიორგი კვირიკაშვილს საქმის კურსში, მაგრამ მე სასამართლოსთვის უკვე მიმართული მაქვს. მან ესეც კი არ იცის. საქმეზე პირველი მოსმენა უკვე იყო და მეორეს ველოდები. ეს არის ჩემი პოზიცია. მე დაზარალებული ვარ და საუბრის უფლება არ მაქვს?! მე ბოდიშის მოხდა არ მიჭირს. მაგრამ, ხადურის უწყებამ პასუხის გასცეს 21 მილიონის 57 ტენდერი რატომ არის ჩატარებული უკონკურენციოდ. ის, რასაც პრემიერი ლაპარაკობს სხვა თემაა, სასამართლოში შესულია ჯანდაცვის სამინისტროსზე და პროცესი მიდის, მაგის გარდა კიდევ არის ცხრა საჩივარი დავების საბჭოში. მაგას შეიძლება წასვლა უნდა და ამას მიზეზად იგონებს, აბა რა შუაშია მისი გადადგომა? - რა თავს დებს იმაზე, რომ ვიღაც მის ქვემოთ არ შეიძლება რამე ცუდს აკეთებდეს?“, - აცხადებს გია გაჩეჩილაძე.

როგორც გაჩეჩილაძე ამბობს, მისი კომპანია შავ სიაშიც უმიზეზოდ არის მოხვედრილი. ბრალდებებთან ერთად მტკიცებულების გამოქვეყნებას ითხოვს მმართველი გუნდი. ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი იმედოვნებს, რომ გაჩეჩილაძის ამ ხმაურიანი და სკანდალური ბრალდებების უკან არგუმენტებიც დგას. მისივე თქმით, საზოგადოება კარგად იცნობს პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილს, როგორც სიტყვის კაცს, როგორც საქმეში ჩახედულ ადამიანს და ადამიანს, რომელმაც ძალიან ბევრი გააკეთა სტაბილურობისთვის და ბიზნესის თავისუფლებისთვის.

„აქედან გამომდინარე პრემიერის სიტყვები არ არის ჰაერიდან მოტანილი და არ არის კინკლაობის საგანი. ეს არის სახელმწიფო უწყებაზე უსაფუძვლოდ წამოწყებული შეტევა და ამას გასცა პასუხი. პასუხი გასცა არა მომღერლის ნათქვამს, არამედ საზოგადოებაში პოპულარული ადამიანის აზრს. სწორედ აქედან გამომდინარე ჩათვალა საჭიროდ პასუხის გაცემა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს საკითხი არ იქნებოდა რეზონანსული, ამ თემის შესწავლა მოხდა დეტალურად და შესაბამისი პასუხია გაცემული.

აქ არ არის საუბარი პოლიტიკურ ინტერესზე, გია გაჩეჩილაძე თვლის, რომ ტენდერის ჩატარებისას მისი კომპანიის მიმართ არ იყვნენ სამართლიანი. მოხდა საფუძვლიანი მოკვლევა და აღმოჩნდა რომ ასე არ არის. არ ვიცი, რის საფუძველზე ამბობს, საიდან მოაქვს. ჩვენთვის უცნობია ეს ფაქტები. იმედია, რაღაც არგუმენტები გააჩნია. უნდა ჩამოწეროს ეს ფაქტები და შეიტანოს შესაბამის სტრუქტურაში მოკვლევისთვის“, - აცხადებს გიორგი ვოლსკი.

პრემიერის პოზიციას არ იზიარებს უმცირესობა. „ევროპული საქართველოს“ წევრის ირმა ნადირაშვილის განცხადებით, პარტია ამ თემას უყურებს როგორც დაპირისპირებას, რაოდესაც პრემიერ-მინისტრის ძმაკაცებმა ერთმანეთში ბიუჯეტის ფული ვერ გაიყვეს. არ მაქვს მოლოდინი, რომ მიმდინარე მოვლენების გამო გიორგი კვირიკაშვილი გადადგება.

„ქვეყანა რომ კორუფციას მიაქვს, ამას არ უნდოდა გიორგი გაჩეჩილაძის ხმამაღალი განცხადებები. გარედან ეს ყველაფერი ჩანს ძალიან არაჯანსაღად. რა თქმა უნდა, კორუფცია არის და კორუფციაა ის, როდესაც კვირიკაშვილი ხან „მაესტროს“ იყოფს „გრეჩიხებთან“ ერთად, ხან მანქანებზე ვერ თანხმდება ამ ადამიანებთან. მე ვთვლი, რომ ეს არის პრობლემა. ეკონომიკა არ არის ჯანსაღი, ეს არის პრობლემა“, - აღნიშნა ირმა ნადირაშვილმა.

საქართველოს მოქალაქეების შეურაცხყოფად მიიჩნევს კვირიკაშვილი-გაჩეჩილაძის დაპირისპირებას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია, რომლის განცხადებით, კვირიკაშვილის ნაცვლად მას შერცხვა.

„დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მას უბრალოდ აკლდა მზესუმზირა, ერთი კათხა ლუდი, კრიალოსანი და სადმე ქუჩის კუთხეში საქმე უნდა გაერჩია ძმაკაცთან - რატომ არ მისცა ტენდერში გამარჯვების უფლება, ან რატომ მისცა. ძალიან უხერხულია, რომ საჯაროდ ჩვენ ვიხილეთ ის, რაც ვიხილეთ. ეს ადასტურებს ერთ რამეს - კვირიკაშვილს არ აქვს განცდა, რომ იგი ნომინალურად მაინც ასრულებს პრემიერის მოვალეობას. ეს არის ყველაზე დიდი შეურაცხყოფა საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

სხვა სიახლეები