ანი დარსალია "საქართველოს ,სადაც მუდმივად ვქადაგებთ დემოკრატიულ ღირებულებებს,თავისუფლებასა და თანასწორობას,ეს ყოველივე,რომ დაიცვას ,ამ ქვეყანას ჰყავს სახალხო დამცველი?! სადაა სახალხო დამცველი ,ბატონი უჩა ნანუაშვილი? ესმის ქვეყანაში რა ხდება? ვის ჩაგრავენ და რა მიზეზით? თუ ეს მიზეზი მაინცდამაინც ჰომოსექსულების უფლებებს უნდა შეეხებოდეს?! რადგან ჩვენი ფორმალური სახალხო დამცველი თვალებს იბრმავებს და ყურებს იხშობს ,გადავწყვიტე ,მე, როგორც რიგითმა მოქალაქემ შევასმინო ქვეყანაში მიმდინარე პროცესები. ამ რამდენიმე დღის წინ მართლმადიდებელ მამაოს მანქანა დაუმტვრიეს ,თუმცა არავინ არ დაინტერესებულა ვინ და რა მიზეზით ჩაიდინა ასეთი საქციელი. რამდენიმე კვირის უკან კი მართლმადიდებელი მოძრვარი ,მამა თეოდორე გაგნიძე ილიას უნივერსიტეტში არ შეუშვეს მიუხედავად იმისა,რომ ეს იყო სტუდენტების მოთხოვნა და არანაირი კონფესიური შინაარსი არ ჰქონია ამ შეხვედრას. მიჩნდება კითხვა , საქართველოს მთავარი უფლება დაცველი, ზემოთ ხსენებულ მაგალითებში ადამიანის უფლების შელახვას ვერ ხედავს? საქართველოში მხოლოდ დედათმავლებისა დამამთმავლების უფლებებია დასაცველი?! „თავისუფალმა თაობამ “ უკვე არაერთგზის მიმართა სახალხო დამცველსა და მის აპარატს ,მაგრამ მათგან სრული იგნორირებაა ჩვენ ყოველ განცხადებაზე , მინდა კვლავ მივმართო სახალხო დამცველს და ვუთხრა ნუ იქნება მიკორძოებული ,ადამიანთა ერთი ჯგუფის ,შეხედულებებისა თუ ინტერესების გამტარებელი,ვინაიდან „თავისუფალი თაობა“ ამგვარ ქმედებაზე თვალს არ დახუჭავს და ვაფრთხილებთ,აქციების სახით არ მიუბრუნდეს ბატონ ნანუაშვილს თავისი უსამართლო საქციელი."
არჩილ გამზარდია 'პუტინი საქართველოს მტერია, მაგრამ სახელმწიფოს ლიდერისთვის მსგავსი კვალიფიკაციის მიცემა პირდაპირი საშიშორების შემცველია საქართველოსთვისაც და ევროპისთვისაც, როგორც ჩვენი საერთო საზოგადოებისა. დემაგოგიურ შეკითხვაზე: "არის თუ არა პუტინი საქართველოს მტერი", სახელმწიფოს ერთ-ერთ მთავარ აღმასრულებელს რა პასუხი უნდა გაეცა? დამისახელეთ ერთი ევროპელი ლიდერი, რომელიც "მტრის" კვალიფიკაციას აძლევს ასე მარტივად. მტერს ვაგინებ მე, მათ შორის 24 საათი, მაგრამ ხვალ რომ პრემიერი გავხდე, ჩემი პასუხისმგებლობა მნიშვნელოვნად შეიცვლება. ისე... უკრაინის პრეზიდენტს თუ აქვს მიცემული კვალიფიკაცია "მტრის" , ან ბალტიისპირეთის ქვეყნების პრეზიდენტებს? და ა.შ. ? ვინმემ დამისახელოს'
მირიან ყარაულაშვილი - მე პირადად აწი ყოველ ცისმარე დღე დავუწყებ ძებნას იმ შესაძლებლობას, რომ დღეში ერთი სერიოზული პანჩური დავარტყა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ე.წ. დირექტორს ვინმე ნიკოლოზ ანთიძეს! თუ დამიჭერენ-დამიჭირონ! სადაც წვრილია-იქ გაწყდეს!

გამოკითხვა

ვინ მიგაჩნიათ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე საუკეთესო კანდიდატურად?

ლევან კობიაშვილი მიხეილ ყაველაშვილი რევაზ არველაძე დომენტი სიჭინავა არც ერთი

ხმის მიცემა

„თუნდაც მკვდარი ეძახოთ ჩვენს მინისტრებს, მკვდრეთით ნამდვილად ვერ აღსდგება „ნაციონალური მოძრაობა“

2017-12-01 11:10:01

თამთა ქარჩავა

პარლამენტის მიერ მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების შემდეგ, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკას ეწვევა. მთავრობის მეთაურის ოფიციალური ვიზიტი სომხეთში, დღეს 1 დეკემბერს იგეგმებოდა. მთავრობის ახალ შემადგენლობას პარლამენტი ნდობას დეკემბრის ბოლოს გამოუცხადებს.

პარლამენტში უკვე წარდგენილია მთავრობის რეორგანიზაციასთან დაკავშირებით მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი. იურიდიულ საკითხთა კომიტეტს, სტრუქტურული ცვლილებებზე პირველი მოსმენით უნდა ემსჯელა, მაგრამ ვინაიდან საკითხი გადაიდო, საკითხზე მსჯელობა მომავალ კვირას რიგგარეშე ფორმატში მოხდება.

როგორც ჟურნალისტებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ განუცხადა, სტრუქტურული ცვლილებებზე ძალიან დიდი პაკეტია წარდგენილი და მისი განხილვა ძალიან ყურადღებით უნდა მოხდეს. ამიტომ, განხილვა მომავალი კვირისთვის გადაიდო.

„მთავრობის სტრუქტურული ცვლილებები და ეს პაკეტი არის ძალიან საყურადღებო. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ ცვლილებებს მივესალმეთ და მთავრობის მეთაურის ამ გადაწყვეტილებაზე გვაქვს კარგი პოზიცია. რაც შეეხება ამ პაკეტის სრულყოფილ განხილვას, ჩვენ გუშინ დავასრულეთ კომიტეტების სხდომები, საკმაოდ გვიან მივიღეთ მათი დასკვნები და წინადადებები, რასაც სჭირდება შეჯერება.

ასევე, დავიწყეთ ამ საკითხებზე ჩვენი დასკვნის მომზადება. ჩემი მოსაზრებაა, რომ ამ კვირაში დაჩქარებული წესით განხილვაზე უმჯობესი იქნება, თუ ამ განხილვას დავიწყებთ შემდეგ კვირას. მეტი დრო გვექნება ეს დასკვნები, რომელსაც წამყვანი კომიტეტი ამზადებს, სრულყოფილი და შეჯერებული პოზიციით გამოვიტანოთ განსახილველად“, - აღნიშნა ეკა ბესელიამ.

უმრავლესობაში არ ადასტურებენ ინფორმაციას, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, სტრუქტურულ ცვლილებებზე პირველი მოსმენით უმრავლესობის შიგნით არსებული დაპირისპირების გამო არ იმსჯელა. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძის განცხადებით, სამთავრობო ცვლილებების გადადების მიზეზი საკითხზე კონსულტაციების გაგრძელებაა. როგორც მდინარაძე ამბობს, ძალიან ძნელია ასეთი დოკუმენტის ერთ დღეში მთლიანად გაცნობა და სწორედ ამიტომ მოხდა განხილვების გადადება.

„უკვე პრაქტიკულად მიღებულია გადაწყვეტილება ძალიან სერიოზული კონსულტაციების გაგრძელების მიზნით გადაიდოს განხილვები. გუშინ, გვიან ღამით, ყველა სხვა კომიტეტმა მოამზადა დასკვნა და ძალიან ძნელია ასეთი მოცულობის დოკუმენტის ერთ დღეში მთლიანად ჩავლა. გადაიდება განხილვა და ჩვენ მთავრობასთან კონსულტაციების რეჟიმში ყველა დეტალს კიდევ უფრო დავხვეწთ.

გარემოს დაცვასთან დაკავშირებით არსებობს სერიოზული არგუმენტები როგორც ერთი, ისე მეორე მიმართულებით. ჩვენ მთავრობასთან ვართ მუდმივი კონსულტაციების რეჟიმში. ეს კონსულტაციები გაგრძელდება და არგუმენტების შეჯერების საფუძველზე ჩვენ მივიღებთ საერთო გადაწყვეტილებას გუნდში, რაც დარწმუნებული ვარ, არ დააზიანებს გარემოს დაცვას“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

სამთავრობო ცვლილებების არსებულ მოდელს, ბიუროკრატიული სისტემების ფარული მექანიზმების დატოვებად აფასებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე, რომლის განცხადებით, თუ არ მოხდა ძირეული ცვლილება, დარჩება არსებული ბიუროკრატია და არაფერი შეიცვლება.

„სტუქტურული ცვლილებები, ამავე დროს ემსახურება არსებული ბიუროკრატიული სისტემების ფარული მექანიზმების დატოვებას, ვინაიდან, ერთი შეხედვით, ქვეყანაში არის მცირე რაოდენობის სამინისტორები, მაგრამ ამ სამინისტროების დაქვემდებარებაში არის უამრავი სამინისტრო, მაგალითად ტურიზმის დეპარტამენტი, რომელიც არაფრით განსხვავდება ტურიზმის სამინიტროსგან, ან საავტომობილო გზების დეპარტამენტი.

თუ სამინისტროების ქვეშ არსებული უამრავი უსაქმური, გაბერილი უწყებები არ შეიცვალა, არ შეერწყა ან არ გადაკეთდა, ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ მექანიზმის შექმნა, რომელიც უცვლელად დატოვებს ბიუროკარტიასაც და იმ არაეფექტურ საქმიანობასაც. რადიკალური ცვლილება არის საჭირო და არა ისეთი შერწყმა თუ გაერთიანება, რომელიც ძირითადად, ემსახურებოდა სასურველი მინისტრების დანიშვნას. ამას არავითარი კავშირი არ ჰქონდა ქვეყნის მართვის გაუმჯობესებასთან“, - აცხადებს რომან გოცირიძე.

გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესი ამერიკულ ფილმს - „მკვდარი პოეტების საზოგადოებას“ შეადარა და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის კანცელარიაში არსებობს „მკვდარი მინისტრების საზოგადოება“.

„ეს არის კრიზისების მართვის საზოგადოება, სადაც ყველა წარუმატებელი და მოხსნილი მინისტრი იყრის თავს და ღებულობს უამრავ ხელფასს, პრემია-დანამატებს 20-ჯერ და 30-ჯერ. განსაკუთრებით ეს გახდა ძალოვანი გაკოტრებული მინისტრების თავშესაფარი. ყველანაირად ცდილობთ, რომ საკუთარი პოლიტიკური აქტივი მოსახლეობის, ხალხის ხარჯზე დაასაქმოთ და მრავალი მილიონი გამოუყოთ. ამ მკვდარი მინისტრების საზოგადოებასაც მრავალმილიონიანი ბიუჯეტი ჰქონდა“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

რომან გოცირიძის რეპლიკას, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისს და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა სტატისტიკური მონაცემებით უპასუხა. როგორც ჯაში აცხადებს, არის საკითხები, რომელზეც არ შეიძლება არ დავაფიქსირო სიმართლე და რეალური სტატისტიკა.

„ძალიან ხშირად ხდება დამახინჯება როგორც დინამიკის, ასევე სტატისტიკის. როდესაც საუბარია, რომ 1 ლარითაც არ გაზრდილა ხელფასი, სწორედ ჩვენმა ხელისუფლებამ გაზარდა 80%-ით საპენსიო ასაკის პროგრამის ფარგლებში პენსია. 2019-2020 წლებში იგეგმება დამატებით საპენსიო ანაზღაურება.

ჩვენი ინტერესია, რომ პენსია იყოს გაზრდილი და ყველა საპენსიო ასაკის ადამიანს მაქსიმალური კეთილდღეობა შევუქმნათ. მედიკამენტებზე და სამედიცინო სერვისებზე როდესაც არის საუბარი, ნუ დაგავიწყდებათ, რომ სწორედ ჩვენმა ხელისუფლებამ შეიმუშავა საყოველთაო ჯანდაცვა.

ასევე, არასწორია, რომ ყოველი მე-6 ბავშვი შიმშილობს. საუბარია, რომ ყოველი მე-6 ბავშვი იყო 2013 წელს სიღარიბეში, მაგრამ ეს მონაცემი გაერო-ს ბავშვთა ფონდის მიერ შემცირებულია და როდესაც შიმშილობაზეა საუბარი, ეს არის მიკროელემენტებით გამოწვეულ შიმშილობაზე და საზოგადოება ნუ შეგყავთ შეცდომაში. სწორედ ამიტომ ქვეყანამ შეიმუშავა რკინისა და ფოლიუმის მჟავის პროგრამა. თქვენ რაც არ უნდა მკვდარი ეძახოთ ჩვენს მინისტრებს, მკვდრეთით ნამდვილად ვერ აღსდგება „ნაციონალური მოძრაობა“ და ამას არ დაუშვებს ქართველი ხალხი“, - აღნიშნა მარიამ ჯაშმა.

სხვა სიახლეები