ანი დარსალია
"საქართველოს ,სადაც მუდმივად ვქადაგებთ დემოკრატიულ ღირებულებებს,თავისუფლებასა და თანასწორობას,ეს ყოველივე,რომ დაიცვას ,ამ ქვეყანას ჰყავს სახალხო დამცველი?!
სადაა სახალხო დამცველი ,ბატონი უჩა ნანუაშვილი? ესმის ქვეყანაში რა ხდება? ვის ჩაგრავენ და რა მიზეზით? თუ ეს მიზეზი მაინცდამაინც ჰომოსექსულების უფლებებს უნდა შეეხებოდეს?!
რადგან ჩვენი ფორმალური სახალხო დამცველი თვალებს იბრმავებს და ყურებს იხშობს ,გადავწყვიტე ,მე, როგორც რიგითმა მოქალაქემ შევასმინო ქვეყანაში მიმდინარე პროცესები. ამ რამდენიმე დღის წინ მართლმადიდებელ მამაოს მანქანა დაუმტვრიეს ,თუმცა არავინ არ დაინტერესებულა ვინ და რა მიზეზით ჩაიდინა ასეთი საქციელი.
რამდენიმე კვირის უკან კი მართლმადიდებელი მოძრვარი ,მამა თეოდორე გაგნიძე ილიას უნივერსიტეტში არ შეუშვეს მიუხედავად იმისა,რომ ეს იყო სტუდენტების მოთხოვნა და არანაირი კონფესიური შინაარსი არ ჰქონია ამ შეხვედრას.
მიჩნდება კითხვა , საქართველოს მთავარი უფლება დაცველი, ზემოთ ხსენებულ მაგალითებში ადამიანის უფლების შელახვას ვერ ხედავს? საქართველოში მხოლოდ დედათმავლებისა დამამთმავლების უფლებებია დასაცველი?!
„თავისუფალმა თაობამ “ უკვე არაერთგზის მიმართა სახალხო დამცველსა და მის აპარატს ,მაგრამ მათგან სრული იგნორირებაა ჩვენ ყოველ განცხადებაზე , მინდა კვლავ მივმართო სახალხო დამცველს და ვუთხრა ნუ იქნება მიკორძოებული ,ადამიანთა ერთი ჯგუფის ,შეხედულებებისა თუ ინტერესების გამტარებელი,ვინაიდან „თავისუფალი თაობა“ ამგვარ ქმედებაზე თვალს არ დახუჭავს და ვაფრთხილებთ,აქციების სახით არ მიუბრუნდეს ბატონ ნანუაშვილს თავისი უსამართლო საქციელი."
როგორ გავიდა ჩრდილოეთ კორეის საფეხბურთო ნაკრები ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში?
2015-01-03 11:22:40
როგორ გავიდა ჩრდილოეთ კორეის საფეხბურთო ნაკრები ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში?
ჩრდილოეთ კორეის საინფორმაციო საშუალებები იტყობინებოდნენ, რომ ქვეყნის საფეხბურთო ნაკრები გავიდა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში, რომელიც ტარდებოდა 2014 წელს.
ფეიკ-ვიდეოზე ჩანს, თუ როგორ გააქვთ ჩრდილოეთ კორეის ფეხბურთელებს გოლები მოწინააღმდეგის კარებში, ხოლო ბელადი კიმ ჩენ ინი ულოცავს გულშემატკივრებს ტრიბუნიდან. სიუჟეტის თანახმად ჩრდილოეთ კორეის გუნდმა დაამარცხა იაპონიის ნაკრები 7:0, ასევე ამერიკის შეერთებული შტატები 4:0 და ჩინეთი ანგარიშით 2:0.
სინამდვილეში ჩრდილოეთ კორეას საერთოდ არ მიუღია მონაწილეობა ჩემპიონატში, რადგანაც ვერ გადალახა ჯგუფური ეტაპი, მაგრამ ჩრდილოეთ კორეის ტელევიზიამ გამოაცხადა, რომ ქვეყნის ეროვნული ნაკრები ფინალში ითამაშებს პორტუგალიის წინააღმდეგ.