ანი დარსალია "საქართველოს ,სადაც მუდმივად ვქადაგებთ დემოკრატიულ ღირებულებებს,თავისუფლებასა და თანასწორობას,ეს ყოველივე,რომ დაიცვას ,ამ ქვეყანას ჰყავს სახალხო დამცველი?! სადაა სახალხო დამცველი ,ბატონი უჩა ნანუაშვილი? ესმის ქვეყანაში რა ხდება? ვის ჩაგრავენ და რა მიზეზით? თუ ეს მიზეზი მაინცდამაინც ჰომოსექსულების უფლებებს უნდა შეეხებოდეს?! რადგან ჩვენი ფორმალური სახალხო დამცველი თვალებს იბრმავებს და ყურებს იხშობს ,გადავწყვიტე ,მე, როგორც რიგითმა მოქალაქემ შევასმინო ქვეყანაში მიმდინარე პროცესები. ამ რამდენიმე დღის წინ მართლმადიდებელ მამაოს მანქანა დაუმტვრიეს ,თუმცა არავინ არ დაინტერესებულა ვინ და რა მიზეზით ჩაიდინა ასეთი საქციელი. რამდენიმე კვირის უკან კი მართლმადიდებელი მოძრვარი ,მამა თეოდორე გაგნიძე ილიას უნივერსიტეტში არ შეუშვეს მიუხედავად იმისა,რომ ეს იყო სტუდენტების მოთხოვნა და არანაირი კონფესიური შინაარსი არ ჰქონია ამ შეხვედრას. მიჩნდება კითხვა , საქართველოს მთავარი უფლება დაცველი, ზემოთ ხსენებულ მაგალითებში ადამიანის უფლების შელახვას ვერ ხედავს? საქართველოში მხოლოდ დედათმავლებისა დამამთმავლების უფლებებია დასაცველი?! „თავისუფალმა თაობამ “ უკვე არაერთგზის მიმართა სახალხო დამცველსა და მის აპარატს ,მაგრამ მათგან სრული იგნორირებაა ჩვენ ყოველ განცხადებაზე , მინდა კვლავ მივმართო სახალხო დამცველს და ვუთხრა ნუ იქნება მიკორძოებული ,ადამიანთა ერთი ჯგუფის ,შეხედულებებისა თუ ინტერესების გამტარებელი,ვინაიდან „თავისუფალი თაობა“ ამგვარ ქმედებაზე თვალს არ დახუჭავს და ვაფრთხილებთ,აქციების სახით არ მიუბრუნდეს ბატონ ნანუაშვილს თავისი უსამართლო საქციელი."
არჩილ გამზარდია 'პუტინი საქართველოს მტერია, მაგრამ სახელმწიფოს ლიდერისთვის მსგავსი კვალიფიკაციის მიცემა პირდაპირი საშიშორების შემცველია საქართველოსთვისაც და ევროპისთვისაც, როგორც ჩვენი საერთო საზოგადოებისა. დემაგოგიურ შეკითხვაზე: "არის თუ არა პუტინი საქართველოს მტერი", სახელმწიფოს ერთ-ერთ მთავარ აღმასრულებელს რა პასუხი უნდა გაეცა? დამისახელეთ ერთი ევროპელი ლიდერი, რომელიც "მტრის" კვალიფიკაციას აძლევს ასე მარტივად. მტერს ვაგინებ მე, მათ შორის 24 საათი, მაგრამ ხვალ რომ პრემიერი გავხდე, ჩემი პასუხისმგებლობა მნიშვნელოვნად შეიცვლება. ისე... უკრაინის პრეზიდენტს თუ აქვს მიცემული კვალიფიკაცია "მტრის" , ან ბალტიისპირეთის ქვეყნების პრეზიდენტებს? და ა.შ. ? ვინმემ დამისახელოს'
მირიან ყარაულაშვილი - მე პირადად აწი ყოველ ცისმარე დღე დავუწყებ ძებნას იმ შესაძლებლობას, რომ დღეში ერთი სერიოზული პანჩური დავარტყა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ე.წ. დირექტორს ვინმე ნიკოლოზ ანთიძეს! თუ დამიჭერენ-დამიჭირონ! სადაც წვრილია-იქ გაწყდეს!

გამოკითხვა

ვინ მიგაჩნიათ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე საუკეთესო კანდიდატურად?

ლევან კობიაშვილი მიხეილ ყაველაშვილი რევაზ არველაძე დომენტი სიჭინავა არც ერთი

ხმის მიცემა

აშშ-ის „შავი სიის“ გამოქვეყნებიდან 24 საათში, რუსულმა ბიზნესმა მილიარდ დოლარზე მეტი იზარალა

2018-02-01 11:26:29

„პირველი არხი“

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ ე.წ. „კრემლის ანგარიშის" გამოქვეყნებიდან ერთი დღის განმავლობაში, რუსმა ბიზნესმენბმა საერთო ჯამში, ერთ მილიარდ დოლარზე მეტი დაკარგეს.

შესაბამის მონაცემებს რუსული სააგენტო РБК ავრცელებს.

სააგენტოს გათვლები ჟურნალ „ფორბსის" ონლაინ მონაცემებს ეფუძნება.

„შავი სიის" გამოქვეყნებიდან ერთი დღის შემდეგ, სიაში ნახსენები 96 რუსი მილიარდერის ქონება, საერთო ჯამში 1,06 მილიარდი დოლარით შემცირდა.

ყველაზე მეტად - 226 მილიონი დოლარით შემცირდა „ლუკოილის" ხელმძღვანლის ვაგიტ ალეკპეროვის აქტივები, ნოვოლიპეცკის მეტალურგიული კობინატის დირეტქორთა საბჭოს თავმჯდომარის ვლადიმირ ლისინის აქტივები 205 მილიონი დოლარით შემცირდა, ხოლო ფედერაციის საბჭოს წევრის, ბიზნესმენ სულეიმან კერიმოვის აქტივები 102 მილიონი დოლარით.

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ „შავ სიაში" 210 პირი მოხვდა, მათ შორის, რუსეთის მთავრობის წევრები, პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები, სახელმწიფო კომპანიების ხელმძღვანელები და რუსი ბიზნესმენები.

გამოქვეყნებული „შავი სია" დონალდ ტრამპის მიერ 2017 წლის 2 აგვისტოს ხელმოწერილი კანონის ნაწილია.

„ამერიკის მოწინააღმდეგეებისთვის სანქციების საშუალებით წინააღმდეგობის გაწევის შესახებ" აქტის თანახმად, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტს 180 დღის განმავლობაში სახელმწიფო დეპარტამენტთან და ნაციონალურ დაზვერვასთან თანამშრომლობით უნდა მოემზადებინა და კონგრესისთვის წარედგინა რუსეთის ბიზნესისა და ხელისუფლების კავშირების შესახებ ანგარიში.

 

სხვა სიახლეები