ანი დარსალია "საქართველოს ,სადაც მუდმივად ვქადაგებთ დემოკრატიულ ღირებულებებს,თავისუფლებასა და თანასწორობას,ეს ყოველივე,რომ დაიცვას ,ამ ქვეყანას ჰყავს სახალხო დამცველი?! სადაა სახალხო დამცველი ,ბატონი უჩა ნანუაშვილი? ესმის ქვეყანაში რა ხდება? ვის ჩაგრავენ და რა მიზეზით? თუ ეს მიზეზი მაინცდამაინც ჰომოსექსულების უფლებებს უნდა შეეხებოდეს?! რადგან ჩვენი ფორმალური სახალხო დამცველი თვალებს იბრმავებს და ყურებს იხშობს ,გადავწყვიტე ,მე, როგორც რიგითმა მოქალაქემ შევასმინო ქვეყანაში მიმდინარე პროცესები. ამ რამდენიმე დღის წინ მართლმადიდებელ მამაოს მანქანა დაუმტვრიეს ,თუმცა არავინ არ დაინტერესებულა ვინ და რა მიზეზით ჩაიდინა ასეთი საქციელი. რამდენიმე კვირის უკან კი მართლმადიდებელი მოძრვარი ,მამა თეოდორე გაგნიძე ილიას უნივერსიტეტში არ შეუშვეს მიუხედავად იმისა,რომ ეს იყო სტუდენტების მოთხოვნა და არანაირი კონფესიური შინაარსი არ ჰქონია ამ შეხვედრას. მიჩნდება კითხვა , საქართველოს მთავარი უფლება დაცველი, ზემოთ ხსენებულ მაგალითებში ადამიანის უფლების შელახვას ვერ ხედავს? საქართველოში მხოლოდ დედათმავლებისა დამამთმავლების უფლებებია დასაცველი?! „თავისუფალმა თაობამ “ უკვე არაერთგზის მიმართა სახალხო დამცველსა და მის აპარატს ,მაგრამ მათგან სრული იგნორირებაა ჩვენ ყოველ განცხადებაზე , მინდა კვლავ მივმართო სახალხო დამცველს და ვუთხრა ნუ იქნება მიკორძოებული ,ადამიანთა ერთი ჯგუფის ,შეხედულებებისა თუ ინტერესების გამტარებელი,ვინაიდან „თავისუფალი თაობა“ ამგვარ ქმედებაზე თვალს არ დახუჭავს და ვაფრთხილებთ,აქციების სახით არ მიუბრუნდეს ბატონ ნანუაშვილს თავისი უსამართლო საქციელი."
არჩილ გამზარდია 'პუტინი საქართველოს მტერია, მაგრამ სახელმწიფოს ლიდერისთვის მსგავსი კვალიფიკაციის მიცემა პირდაპირი საშიშორების შემცველია საქართველოსთვისაც და ევროპისთვისაც, როგორც ჩვენი საერთო საზოგადოებისა. დემაგოგიურ შეკითხვაზე: "არის თუ არა პუტინი საქართველოს მტერი", სახელმწიფოს ერთ-ერთ მთავარ აღმასრულებელს რა პასუხი უნდა გაეცა? დამისახელეთ ერთი ევროპელი ლიდერი, რომელიც "მტრის" კვალიფიკაციას აძლევს ასე მარტივად. მტერს ვაგინებ მე, მათ შორის 24 საათი, მაგრამ ხვალ რომ პრემიერი გავხდე, ჩემი პასუხისმგებლობა მნიშვნელოვნად შეიცვლება. ისე... უკრაინის პრეზიდენტს თუ აქვს მიცემული კვალიფიკაცია "მტრის" , ან ბალტიისპირეთის ქვეყნების პრეზიდენტებს? და ა.შ. ? ვინმემ დამისახელოს'
მირიან ყარაულაშვილი - მე პირადად აწი ყოველ ცისმარე დღე დავუწყებ ძებნას იმ შესაძლებლობას, რომ დღეში ერთი სერიოზული პანჩური დავარტყა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ე.წ. დირექტორს ვინმე ნიკოლოზ ანთიძეს! თუ დამიჭერენ-დამიჭირონ! სადაც წვრილია-იქ გაწყდეს!

გამოკითხვა

ვინ მიგაჩნიათ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე საუკეთესო კანდიდატურად?

ლევან კობიაშვილი მიხეილ ყაველაშვილი რევაზ არველაძე დომენტი სიჭინავა არც ერთი

ხმის მიცემა

„ბიტკოინი პლანეტას ანგრევს - 2020 წლისთვის ბიტკოინის ქსელს დასჭირდება იმაზე მეტი ელექტროენერგია, ვიდრე მთელ მსოფლიოს“

2017-12-09 12:52:24

grist.org

მეტეოროლოგისტი ერიკ ჰოლტჰაუსმა ამერიკულ ჟურნალ Grist-ში ბიკოინთან და პლანეტაზე არსებულ მის შედეგებთან დაკავშირებით, სტატია გამოაქვეყნა. სტატიას მცირე შემოკლებით commersant.ge გთავაზობთ.

„ალბათ, ჩემსავით, ბიტკოინის ფენომენს წლების განმავლობაში უარყოფდით, რადგან ეს ძალიან კომპლექსურად გეჩვენებოდათ. მაგრამ დადგა დრო, როდესაც ბიტკოინმა ისევე როგორც თქვენი, ასევე ჩემი ყურადღებაც დაიმსახურა.

ცოტა ხნის წინ, ბიტკოინმა $10,000-იანი ბარიერი პირველად გადაკვეთა. წლის დასაწყისში კი მისი ფასი $1,000-ზე ნაკლები იყო. წარმოიდგინეთ, 2011 წელს $100-ის ღირებულების ბიტკოინის შეძენის შემთხვევაში, თქვენ დღეს $4 მილიონზე მეტი გექნებოდათ. ინტერნეტი კი სავსეა იმ ადამიანებით, რომლებიც ყვებიან, თუ როგორ დახარჯეს გასულ წლებში ის ბოტკოინები, რომლებიც დღეს მათ სიმდიდრეს მოუტანდა.

ცხადია, ბიტკოინი მხოლოდ საინვესტიციო ინსტრუმენტი არ არის. მისმა შემქმნელებმა გადაწყვიტეს, რომ ბიტკოინმა ტრადიციული ფული უნდა ჩაანაცვლოს - ეს არის ადამიანებს შორის ფულის გადარიცხვისთვის, არსებული დეცენტრალიზებული, დაცული და ანონიმური მეთოდი.

ბიტკოინის მსგავსი კრიპტოვალუტები უნიკალურ სერვისს წარმოადგენენ: ორ მხარეს შორის არსებულ ფინანსურ ტრანზაქციებში მესამე პირი, ანუ ბანკი არ ერთვება. ანალიტიკოსთა გარკვეული ნაწილი მიიჩნევს, რომ ბიტკოინი ერთ დღეს დოლარს დრომოჭმულ ვალუტად აქცევს.

თუმცა აღსანიშნავია ერთი რამ - კაცობრიობა დღეს ცდილობს, რომ მის მიერ განხორციელებული პროექტის წარმატებულობა შეფასდეს იმით, თუ რა გავლენა იქონია მან გარემოზე. ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ბიტკოინი გამოცდას ვერ აბარებს - ბიტკოინით განხორციელებული ტრანზაქცია მოითხოვს იმავე დონის ელექტროენერგიას, რაც აშშ-ში არსებულ 9 სახლს, 24 საათის განმავლობაში სჭირდება.

კრიპტოვალუტების საოცარმა ზრდამ შექმნა უზარმაზარი მოთხოვნა ელექტროენერგიაზე. დროთა განმავლობაში, ბიტკოინის მოპოვების პროცესი, იგივე „მაინინგი,“ უფრო და უფრო მეტად რთულდება - შესაბამისად, საჭიროა ელექტროენერგიის მეტი რესურსი.

ბიტკონის ქსელში არსებული ენერგიის ჯამური მოცულობა საათში 31 ტერავატს სცილდება - ეს მეტია, ვიდრე მსოფლიოს 150 ქვეყნის მიერ მოხმარებული ჯამური ენერგია. ეს კი ნიშნავს, რომ ბიტკოინი ენერგიას მთელ მსოფლიოს აცლის. 2019 წლისთვის, ბიტკოინის ქსელს დასჭირდება იმაზე მეტი ელექტროენერგია, ვიდრე აშშ-ს, 2020 წლისთვის კი იმაზე მეტი, ვიდრე მთელ მსოფლიოს“, — ამბობს ჰოლტჰაუსი.

 

 

 

 

 

 

სხვა სიახლეები