ანი დარსალია "საქართველოს ,სადაც მუდმივად ვქადაგებთ დემოკრატიულ ღირებულებებს,თავისუფლებასა და თანასწორობას,ეს ყოველივე,რომ დაიცვას ,ამ ქვეყანას ჰყავს სახალხო დამცველი?! სადაა სახალხო დამცველი ,ბატონი უჩა ნანუაშვილი? ესმის ქვეყანაში რა ხდება? ვის ჩაგრავენ და რა მიზეზით? თუ ეს მიზეზი მაინცდამაინც ჰომოსექსულების უფლებებს უნდა შეეხებოდეს?! რადგან ჩვენი ფორმალური სახალხო დამცველი თვალებს იბრმავებს და ყურებს იხშობს ,გადავწყვიტე ,მე, როგორც რიგითმა მოქალაქემ შევასმინო ქვეყანაში მიმდინარე პროცესები. ამ რამდენიმე დღის წინ მართლმადიდებელ მამაოს მანქანა დაუმტვრიეს ,თუმცა არავინ არ დაინტერესებულა ვინ და რა მიზეზით ჩაიდინა ასეთი საქციელი. რამდენიმე კვირის უკან კი მართლმადიდებელი მოძრვარი ,მამა თეოდორე გაგნიძე ილიას უნივერსიტეტში არ შეუშვეს მიუხედავად იმისა,რომ ეს იყო სტუდენტების მოთხოვნა და არანაირი კონფესიური შინაარსი არ ჰქონია ამ შეხვედრას. მიჩნდება კითხვა , საქართველოს მთავარი უფლება დაცველი, ზემოთ ხსენებულ მაგალითებში ადამიანის უფლების შელახვას ვერ ხედავს? საქართველოში მხოლოდ დედათმავლებისა დამამთმავლების უფლებებია დასაცველი?! „თავისუფალმა თაობამ “ უკვე არაერთგზის მიმართა სახალხო დამცველსა და მის აპარატს ,მაგრამ მათგან სრული იგნორირებაა ჩვენ ყოველ განცხადებაზე , მინდა კვლავ მივმართო სახალხო დამცველს და ვუთხრა ნუ იქნება მიკორძოებული ,ადამიანთა ერთი ჯგუფის ,შეხედულებებისა თუ ინტერესების გამტარებელი,ვინაიდან „თავისუფალი თაობა“ ამგვარ ქმედებაზე თვალს არ დახუჭავს და ვაფრთხილებთ,აქციების სახით არ მიუბრუნდეს ბატონ ნანუაშვილს თავისი უსამართლო საქციელი."
არჩილ გამზარდია 'პუტინი საქართველოს მტერია, მაგრამ სახელმწიფოს ლიდერისთვის მსგავსი კვალიფიკაციის მიცემა პირდაპირი საშიშორების შემცველია საქართველოსთვისაც და ევროპისთვისაც, როგორც ჩვენი საერთო საზოგადოებისა. დემაგოგიურ შეკითხვაზე: "არის თუ არა პუტინი საქართველოს მტერი", სახელმწიფოს ერთ-ერთ მთავარ აღმასრულებელს რა პასუხი უნდა გაეცა? დამისახელეთ ერთი ევროპელი ლიდერი, რომელიც "მტრის" კვალიფიკაციას აძლევს ასე მარტივად. მტერს ვაგინებ მე, მათ შორის 24 საათი, მაგრამ ხვალ რომ პრემიერი გავხდე, ჩემი პასუხისმგებლობა მნიშვნელოვნად შეიცვლება. ისე... უკრაინის პრეზიდენტს თუ აქვს მიცემული კვალიფიკაცია "მტრის" , ან ბალტიისპირეთის ქვეყნების პრეზიდენტებს? და ა.შ. ? ვინმემ დამისახელოს'
მირიან ყარაულაშვილი - მე პირადად აწი ყოველ ცისმარე დღე დავუწყებ ძებნას იმ შესაძლებლობას, რომ დღეში ერთი სერიოზული პანჩური დავარტყა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ე.წ. დირექტორს ვინმე ნიკოლოზ ანთიძეს! თუ დამიჭერენ-დამიჭირონ! სადაც წვრილია-იქ გაწყდეს!

გამოკითხვა

ვინ მიგაჩნიათ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე საუკეთესო კანდიდატურად?

ლევან კობიაშვილი მიხეილ ყაველაშვილი რევაზ არველაძე დომენტი სიჭინავა არც ერთი

ხმის მიცემა

ლარმა დიდი კრიზისი დასძლია, თუმცა მომავალი ჯერაც ბუნდოვანია

2017-12-14 17:17:44

ბექა დანელია

ლარის თავბრუდამხვევმა გამყარებამ სავალუტო ბაზარი გამოაცოცხლა, ხოლო მოსახლეობას და ბიზნესს იმედი ჩაუსახა, რომ ყველაზე რთული პერიოდი უკან არის მოტოვებული. ეროვნულმა ვალუტამ 2 დღეში ერთბაშად 10 პუნქტით გაიუმჯობესა მდგომარეობა, თუმცა წინ ჯერ კიდევ რთული დღეებია და ამიტომ ამჟამინდელ დიდ ცვლილებას ბევრი ეჭვის თვალით უყურებს.

მკვეთრი გაუფასურების შემდეგ, ლარის შედარებით დასტაბილურებაში უცნაურს ვერაფერს ხედავს „ეფიქს ჯგუფის“ ანალიტიკოსი ნიკა შენგელია. მისი თქმით, ამის მიზეზი წინასაახალწლო პერიოდთან ერთად შემცირებული ტრანზაქციების მოცულობაც არის.

„არასატაბილურობის ერთ-ერთი რეალური მიზეზი არის ის, რომ ახალი წელი ახლოვდება, ტრანზაქციების მოცულობამ მოიკლო. ამასთან, გვაქვს პოლიტიკური ფაქტორები. ეროვნულმა ბანკმა პარლამენტში გაფრთხილება მიიღო, რომ კომერციული ბანკების მიერ კურსით სპეკულირება დაარეგულიროს. შეიძლება ამ ყველაფრის ფონზე კურსი გამყარდა. ჩვენი მოლოდინი ასეთია, რომ ახალი წლის პერიოდში გაუფასურება შეიძლება ისევ იყოს, თუმცა 2,75 ნიშნულზე ქვემოთ კურსის ვარდნა მოსალოდნელი არ არის“, - აცხადებს შენგელია.

მისივე თქმით, ბოლო პერიოდში ეროვნული ვალუტის გამყარება-გაუფასურებით მცირე ბიზნესმა და მოსახლეობამ იზარალა, კომერციულმა ბანკებმა კი, პირიქით, იხეირეს.

„მკვეთრი გაუფასურება და მკვეთრი გამყარება ყველაზე მეტად კომერციულ ბანკებს აწყობთ და ეს მათ სპეკულირების საშუალებას აძლევს. მათი მთელი შემოსავალი სწორედ ამაზეა აგებული. ამიტომაც არის, რომ ბანკის მოვალეთა რიცხვი დღიდან დღემდე მატულობს. კომერციული ბანკების ხელშია „ბლუმბერგის“ ტერმინალი.

ეროვნული ბანკი კი ლარის კურსთან დაკავშირებით ყოველგვარ პასუხისმგებლობას იხსნის და ამბობს, რომ გრძელვადიან პერიოდში ყველაფერი კარგად იქნება. შეიძლება კარგად იყოს კიდეც, მაგრამ ამ ეტაპზე მოსახლეობას, მცირე ბიზნესს, იმპორტიორებს კურსის მერყეობის გამო დიდი ზარალი მიადგათ“, - განუცხადა „კომერსანტს“ შენგელიამ.

ეროვნული ვალუტის მომავალთან დაკავშირებით იმედიანად არიან განწყობილნი საქართველოს ბანკების ასოციაციში. ორგანიზაციის დირექტორის გიორგი ცუცქირიძის თქმით, ლარის გამყარების ერთ-ერთი ფაქტორი ესტონური მოდელის ზემოქმედებაა სავალუტო კურსზე, რაც დაკავშირებულია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რეინვესტირებასთან.

„როდესაც ვაკეთებდით პროგნოზს, წლის ბოლოსათვის ლარის დასტაბილურებაზე, მიგვაჩნდა, რომ სავალუტო კურსზე წლის ბოლოს დადებით ეფექტს ასევე მოიტანდა საგადასახადო რეფორმები, რომლის მიხედვით მოგების გადასახადით აღარ დაიბეგრებოდა გაუნაწილებელი მოგება. რეინვესტირების შემდეგ თანხების ნაწილი აღარ დაკონვერტირდება და შესაბამისად, არ გავა ქვეყნიდან, რაც დადებითად აისახება წმინდა ფულად ნაკადებზე. ამის დადასტურებაა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდის დინამიკა“, - განაცხადა ცუცქირიძემ.

ლარის გამყარებამ კარგად განაწყო ბიზნესმენებიც. მათ ეროვნული ვალუტის ამჟამინდელი ტრენდი სრულად აკმაყოფილებთ. „ვისოლის“ პრეზიდენტის სოსო ფხაკაძის თქმით, ეროვნული ვალუტის კურსზე ბევრი ფაქტორი ახდენს გავლენას, ხოლო სპეკულაციური განცხადებები სავალუტო ბაზრის სტაბილურობას ხელს არ უწყობს.

„თვალი არ ეცეს, ეს ტენდენცია თუ გაგრძელდება, ძალიან მნიშვნელოვანია. საერთოდ, საბაზრო ეკონომიკის მექანიზმები განსაზღვრავს შიდა სავალუტო ბაზრის კონიუნქტურას. შესაბამისად, განისაზღვრება ლარის კურსი. არ მიყვარს საუბარი, რომ რაღაც სპეკულაციური მოთხოვნა იყო. არსებობს მიწოდება და მოთხოვნა. თუ ამ პრიზმიდან შევხედავთ, ყველას რაც გვაინტერესებს არის ის, რომ ლარი გამყარდეს, კიდევ უფრო მეტად სტაბილური ვალუტა იყოს“, - აღნიშნა ფხაკაძემ.

სხვა სიახლეები