ანი დარსალია "საქართველოს ,სადაც მუდმივად ვქადაგებთ დემოკრატიულ ღირებულებებს,თავისუფლებასა და თანასწორობას,ეს ყოველივე,რომ დაიცვას ,ამ ქვეყანას ჰყავს სახალხო დამცველი?! სადაა სახალხო დამცველი ,ბატონი უჩა ნანუაშვილი? ესმის ქვეყანაში რა ხდება? ვის ჩაგრავენ და რა მიზეზით? თუ ეს მიზეზი მაინცდამაინც ჰომოსექსულების უფლებებს უნდა შეეხებოდეს?! რადგან ჩვენი ფორმალური სახალხო დამცველი თვალებს იბრმავებს და ყურებს იხშობს ,გადავწყვიტე ,მე, როგორც რიგითმა მოქალაქემ შევასმინო ქვეყანაში მიმდინარე პროცესები. ამ რამდენიმე დღის წინ მართლმადიდებელ მამაოს მანქანა დაუმტვრიეს ,თუმცა არავინ არ დაინტერესებულა ვინ და რა მიზეზით ჩაიდინა ასეთი საქციელი. რამდენიმე კვირის უკან კი მართლმადიდებელი მოძრვარი ,მამა თეოდორე გაგნიძე ილიას უნივერსიტეტში არ შეუშვეს მიუხედავად იმისა,რომ ეს იყო სტუდენტების მოთხოვნა და არანაირი კონფესიური შინაარსი არ ჰქონია ამ შეხვედრას. მიჩნდება კითხვა , საქართველოს მთავარი უფლება დაცველი, ზემოთ ხსენებულ მაგალითებში ადამიანის უფლების შელახვას ვერ ხედავს? საქართველოში მხოლოდ დედათმავლებისა დამამთმავლების უფლებებია დასაცველი?! „თავისუფალმა თაობამ “ უკვე არაერთგზის მიმართა სახალხო დამცველსა და მის აპარატს ,მაგრამ მათგან სრული იგნორირებაა ჩვენ ყოველ განცხადებაზე , მინდა კვლავ მივმართო სახალხო დამცველს და ვუთხრა ნუ იქნება მიკორძოებული ,ადამიანთა ერთი ჯგუფის ,შეხედულებებისა თუ ინტერესების გამტარებელი,ვინაიდან „თავისუფალი თაობა“ ამგვარ ქმედებაზე თვალს არ დახუჭავს და ვაფრთხილებთ,აქციების სახით არ მიუბრუნდეს ბატონ ნანუაშვილს თავისი უსამართლო საქციელი."
არჩილ გამზარდია 'პუტინი საქართველოს მტერია, მაგრამ სახელმწიფოს ლიდერისთვის მსგავსი კვალიფიკაციის მიცემა პირდაპირი საშიშორების შემცველია საქართველოსთვისაც და ევროპისთვისაც, როგორც ჩვენი საერთო საზოგადოებისა. დემაგოგიურ შეკითხვაზე: "არის თუ არა პუტინი საქართველოს მტერი", სახელმწიფოს ერთ-ერთ მთავარ აღმასრულებელს რა პასუხი უნდა გაეცა? დამისახელეთ ერთი ევროპელი ლიდერი, რომელიც "მტრის" კვალიფიკაციას აძლევს ასე მარტივად. მტერს ვაგინებ მე, მათ შორის 24 საათი, მაგრამ ხვალ რომ პრემიერი გავხდე, ჩემი პასუხისმგებლობა მნიშვნელოვნად შეიცვლება. ისე... უკრაინის პრეზიდენტს თუ აქვს მიცემული კვალიფიკაცია "მტრის" , ან ბალტიისპირეთის ქვეყნების პრეზიდენტებს? და ა.შ. ? ვინმემ დამისახელოს'
მირიან ყარაულაშვილი - მე პირადად აწი ყოველ ცისმარე დღე დავუწყებ ძებნას იმ შესაძლებლობას, რომ დღეში ერთი სერიოზული პანჩური დავარტყა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ე.წ. დირექტორს ვინმე ნიკოლოზ ანთიძეს! თუ დამიჭერენ-დამიჭირონ! სადაც წვრილია-იქ გაწყდეს!

გამოკითხვა

ვინ მიგაჩნიათ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე საუკეთესო კანდიდატურად?

ლევან კობიაშვილი მიხეილ ყაველაშვილი რევაზ არველაძე დომენტი სიჭინავა არც ერთი

ხმის მიცემა

2017 წლის 3 კვარტლის მონაცემებით ბანკების და მიკროსაფინანსოების მიერ დასაკუთრებული ქონება 210,7 მლნ ლარს შეადგენს

2017-12-06 14:22:38

„კომერსანტი“

2017 წლის 6 თვეში კომერციული ბანკების და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ დასაკუთრებული უძრავ–მოძრავი ქონების მოცულობა ერთად 210 762 191 ლარია, საიდანაც  92% კომერციულ ბანკებზე მოდის.

საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული კომერციული ბანკების ანგარიშგებების მიხედვით,  2017 წლის 3 კვარტალის მონაცემებით დასაკუთრებული ქონების მოცულობამ 194 016 280 ლარი შეადგინა. ყველაზე დიდი ღირებულების ქონება „საქართველოს ბანკის“ ანგარიშზე ირიცხება. 2017 წლის 3 კვარტლის მონაცემებით ბანკის მიერ დასაკუთრებული ქონების მოცულობა 77,1 მლნ ლარს შეადგენს. მეორე ადგილზე - 58,8 მლნ ლარით არის „თიბისი ბანკი“. სამეულში შედის „ბანკი ქართუ“, რომლიც ანგარიშზეც 35,8 მლნ ლარიც დასაკუთრებული უძრავი და მოძრავი ქონება ირიცხება.

კომერციული ბანკების Top-10 დასაკუთრებული უძრავ-მოძრავი ქონების მაჩვენებლით: (წყარო: ეროვნული ბანკი)

„საქართველოს ბანკი“ — 77 194 566 ლარი

„თიბისი ბანკი“ — 58 879 290 ლარი

„ბანკი ქართუ“ — 35 803 077 ლარი

„ტერა ბანკი“ — 10 287 807 ლარი

„ვითიბი ბანკი“ — 5 286 392 ლარი

„ბაზის ბანკი“ — 4 709 516 ლარი

„აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი - საქართველო“ — 600 000 ლარი

„ხალიკ-ბანკი საქართველო“ — 454 317 ლარი

„სილქ როუდ ბანკი“ — 339 125 ლარი

„ბანკი კრედი“ — 335 841 ლარი

რაც შეეხება მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, სებ–ის სტატისტიკით 2017 წლის მე–3 კვარტლის მონაცემებით დასაკუთრებული ქონება 16 745 911 ლარს შეადგენს, რაც 3,6 მილიონი ლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცმებით, დღეს ბაზარზე 16 კომერციული ბანკი დ 79 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ოპერირებს.

 

სხვა სიახლეები